LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მეუფე იაკობი

“ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს” – მეუფე იაკობი

დაპოსტა 2026/01/29-ში
A A
64
ნახვა
გაზიარება

“ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს” – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

“ზოგი კანონი მართლა საჭიროა, რომ სახელწიფო არ ჩამოიშალოს და ზოგი კიდე ვიღაცეების მონდომებით ხდება და საბოლოო ჯამში გაყოფილი საზოგადოება შეიძლება გავხდეთ. არ შეიძლება ასე. რა გვითხრა ქრისტემ-იყვარებოდეთ ურთიერთარს, როგორც მე შეგიყვარეთო. და ამით ცნონ სხვებმა, რომ ჩემები ხართო. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. პირველ რიგში ქრისტიანებმა, მერე იმ ხალხმა, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის მართვაზე და მერე დანარჩენმა საქართველომაც, რომ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. შეიძლება აზრები განსხვავდებოდეს, ჩვენი აზრები განსხვავდებოდეს, სხვადასხვა რამეები განსხვავსებოდეს, მაგრამ განსხვავებულობა ხომ არ ნიშნავს, რომ დავჭამოთ ერთმანეთი. ვინც უფრო ჭკვიანია, იმას მოეთხოვება ჭკუა და პასუხი და არა იმას, ვინც არასწორად მსჯელობს. ჩვენც ხომ ყოფილა, რომ ხშირად არასწორი გაგვიკეთებია, მაგრამ ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ამას მიხვდება შეინანებს და მერე უბრუნდება ქრისტეს წიაღს. რა ჭირდება ჩვენს ერს? ყველაფერს გვაძლევს უფალი. აბა შევხედოთ, გადარეულია მსოფლიო, ვინც ძლიერია, რასაც უნდა აკეთებს და გააკეთებს კიდევაც, ძალაც აქვს და ყველაფერი აქვს. ჩვენ რა გვინდა , ხო? ჩვენ გვინდა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ, რა მოხდა, მარტო შვილები და ახლობლები, ვინც სიკეთეს გიკეთებს, ის ხომ არ არის მარტო შენი ახლობელი და მოყვასი. როგორ ვერ გადავლახეთ ის, რომ ერთმანეთს მოვეფეროთ, ერთმანეთს ჩავეხუტოთ, მივუტევოთ, ღმერთი თუ გპატიობს იმდენ რამეს, ბოლო-ბოლო ჩვენ როგორ არ შეგვიძლია, რომ რაღაცა შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, საქართველოს სიყვარული ხომ უნდა გვაერთიანებდეს. კარგი, არც ქრისტიანი ხარ და არავინ არა ხარ, საქართველო ხომ ერთი ქვეყანაა. თუ შიგნით ერთმანეთი დავჭამეთ, უცხოეთთან ურთიერთობა თუ არ გქონდა, რას მივაღწევთ, რა გინდა, ამიტომ ყველა უნდა დავფიქრდეთ. ღმერთი გვეხმარება, რომ გარედან თავს ვინმე არ დაგვესხას და შევირგოთ ეს და არც ერთმა არ დავიბრალოთ არც ეკლესიამ, არც მთავრობამ, არც ოპოზიციამ და არც ხალხმა. ღმერთს ვუყვარვართ და ამ მძიმე ჟამს, აბა გადაიხედეთ მსოფლიოში რა არ ხდება, ხო, მოვეფეროთ ერთმანეთს, ვაკეთოთ ის, რომ ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადავდგათ. სიყვარული ყველაფერს დაამარცხებს. კანონები იცით რა არის? ჩვენ გვგონია კანონებით რაღაცაზე უნდა გავიმარჯვოთ და კანონი შემოვიდა რის შემდეგ, როცა ღმერთს დავშორდით, როცა სიყვარული განქარდა ჩვენს შორის. ვიმართებით, რითი-კანონით. არ გიყვარს და მოყვასს არ ხედავ ღვთის ხატად, არ ხედავ ღვთის მსგავსად- არ ხედავ! შენს ქვეყანასაც ისე ვერ ექცევი და კანონი გვიხარია და ხშირად-კანონმორჩილიო. მე იმისკენ კი არ მოგიწოდებთ სამართალი არ გიყვარდეთ ან კანონი არ გიყვარდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა ღვთაებრივ სიყვარულთან შედარებით. კანონები არის იქ, თან ხშირად რომ ვიღებთ, იმას ნიშნავს, რომ ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს. ამაზეც უნდა დავფიქრდეთ.” – მეუფე იაკობი

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

“ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის თანამშრომლობა, ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ხალხს თავი?!” -ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა. ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას არ...

დაწვრილებითDetails

“ყოველთვის, მქონდა და მექნება აქციისთვის სასარგებლო ყველა არაძალადობრივი ნივთი”- ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს! - ბოლომდე!, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია საპატიმროდან გავრცელებულ მიმართვაში წერს. ხოშტარია წერს, რომ ის 2022 წლიდან მუშაობს „მოღალატე რუსების დასანქცირებაზე“ და...

დაწვრილებითDetails

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მთავარი

პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე - „ყველაფერი პოლიციის შესახებ" გამოქვეყნდა, რასაც შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს. უწყება ადასტურებს, რომ...

დაწვრილებითDetails

ცესკოს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ
მთავარი

დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკო-ს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებაშია აღნიშნული. ცესკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ დავით ზაუტაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

თაღლითურად დაესაკუთრა 120 000 ლარს – ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ოქრო მინიმუმ 100 დოლარით გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ მატება დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 214 დოლარი ღირს, როცა გუშინ 4 096 დოლარი ღირდა. ეს კი დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სამტრედიაში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. წყარო 

დაწვრილებითDetails

თავის დროზე ჩავკეტეთ ყველანაირი გზა შანტაჟისტის, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი, ვიზალიბერალიზაცია და ამის გამოყენებას ცდილობენ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟისთვის გამოიყენება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში უვიზო მიმოსვლის საკითხზე გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სამართლიანი მიდგომა სურს. „მგონი, ზოგადი სურათი ყველასთვის ცხადია, ჩვენ ყველა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"