LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„ინფიცირებიდან 2-3 დღეში შესაძლოა მოკვდეს ადამიანი“ – რა ვიცით „ნიპას“ ვირუსზე

დაპოსტა 2026/01/29-ში
344
ნახვა
გაზიარება

ინდოეთში, კონკრეტულად დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილში, ნიპას ვირუსი (NiV) გავრცელდა. ამ ეტაპისთვის უკვე 5 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა სიაში კი ექიმები და ექთნებიც შედიან.

სახლის პირობებში კარანტინში ყოფნა დაახლოებით 100 ადამიანს უწევს, ხოლო ინფიცირებულ პაციენტებს კოლკატის საავადმყოფოებში მკურნალობენ. ერთ-ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

და მაინც, რა არის ნიპას ვირუსი? — ეს პოტენციურად მომაკვდინებელი ინფექციაა, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა ან წამალიც არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მას მაღალი რისკის პათოგენად მიიჩნევს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ნიპას ვირუსი ადამიანებში იშვიათად ვრცელდება, ძირითადად — ღამურების მიერ დაბინძურებული ხილიდან. საინკუბაციო პერიოდი უმეტესად 4-იდან 21 დღემდე გრძელდება.

NiV-ს ადრეულ ეტაპზევე ამოცნობა რთულია, რადგან ამ დროს კონკრეტული სიმპტომები არ ახასიათებს. როგორც წესი, პაციენტებს გრიპის მსგავსი ავადმყოფობა უვითარდებათ, რომელსაც სიცხე, ასევე თავის/კუნთების ტკივილი და მოთენთილობა ახლავს თან. ზოგ შემთხვევაში რესპირატორული სიმპტომებიც ვლინდება, მაგალითად ხველა, ქოშინი ან პნევმონია.

ნიპას ვირუსის ყველაზე სერიოზული გართულება ტვინის ანთება, ანუ ენცეფალიტია. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ნევროლოგიური სიმპტომებიც იჩენს თავს, მაგალითად დაბნეულობა ან უკიდურეს შემთხვევებში კომა. ზოგ პაციენტს მენინგიტიც უვითარდება.

არის თუ არა საქართველოში გავრცელების რისკი

საქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო – რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„ეჭვი მაქვს, „ნიპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს. ეს ვირუსი დიდი ხანია არსებობს, 1998 წელს იყო მალაიზიაში პირველი აფეთქება. 27 წელია ამ ვირუსს აკვირდებიან და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ეს ვირუსი გასცილდეს იმ 5 ქვეყნის ფარგლებს, სადაც ის ფიქსირდება. ეს არის: ბანგლადეში, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, მალაიზია და ფილიპინები.

ეს განსაკუთრებული ვირუსია, ჯანმო მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ვირუსს. მას შეუძლია ძალიან მაღალი ლეტალობის პროცენტის განპირობება, ეს არის 45-70%. ის „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი.

ეს არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, მის გადაცემას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი, ან დაინფიცირებული საკვების მიღება.

ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი არის ღამურა, ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის, სხვა ღამურები იქნა შესწავლილი საქართველოში და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ არის.

 

როგორ ხდება მისი პრევენცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიპას ვირუსის პრევენცია ინფიცირებულ ცხოველებთან ან ადამიანებთან კონტაქტის შემცირებით არის შესაძლებელი. ასევე, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ის დაბინძურებული საკვებიდანაც ვრცელდება.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით საფრთხილოა ფინიკის პალმის წვენის უმად მიღება. ასევე, ღამურის ნაკბენების მქონე ხილის ჭამაც. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ იმ ადამიანებს, რომელთა ფერმებიც ისეთ რეგიონებში მდებარეობს, სადაც ხილის მჭამელი ღამურები ბინადრობენ. და რა თქმა უნდა, როგორც ყველა ვირუსული ინფექციის დროს – აქაც საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა – პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, უსაფრთხო დისტანციის დაცვა და ა.შ.

წარსული გამოცდილება

ნიპას ვირუსის შემთხვევები 2001 წელს ბანგლანდეშშიც დაფიქსირდა და მას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთ ბენგალის შტატში ვირუსის აფეთქებას 2001 და 2007 წლებშიც ებრძვოდა.

ნიპას ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ინდოეთის ხელისუფლებამ 2018 წელსაც გაავრცელა – მაშინ ის კერალას შტატში დაფიქსირდა. სხვათა შორის, გასულ წელს 17-12 ივლისის პერიოდში ვირუსმა კერალას შტატში კვლავ იფეთქა. თუმცა, საბედნიეროდ, ყველა ჯერზე შესაბამისი ზომების მიღების შემდეგ, მათ ვირუსთან გამკლავება შეძლეს.

გაზიარება138

დაკავშირებული -პოსტები

მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება

იანვარი 29, 2026
8
მთავარი

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომაზე ისმენს. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომა კი, თებერვლის პირველ...

დაწვრილებითDetails

„ნუ გეშინია, ბიჭო“ – სუსი ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

იანვარი 29, 2026
33
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21...

დაწვრილებითDetails

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

იანვარი 29, 2026
52
მთავარი

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ...

დაწვრილებითDetails

ბრალდებაწარედგინა მძღოლს, რომლის ავარიას 18 წლის გოგო ემსხვერპლა

იანვარი 29, 2026
230
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 27 იანვარს, გარდაბანში, ალკოჰოლის...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

იანვარი 29, 2026
356
მთავარი

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

იანვარი 29, 2026
10
მთავარი

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო სივრცეებსა...

დაწვრილებითDetails

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

იანვარი 29, 2026
9
მთავარი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იშვიათი ხატი "კვანძების გამხსნელი" -  ადამიანი ლოცულობს ამ სურათის წინაშე ყველაზე დამაბნეველ, გადაუჭრელ სიტუაციებში. ხატი ხელს უწყობს ოჯახის შენარჩუნებას და რთული საბინაო საკითხების გადაჭრას და დაქორწინებულ წყვილებს შორის ერთგულების...

დაწვრილებითDetails

” აშშ ჩართული უნდა იყოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში’- ბადრი ჯაფარიძე

იანვარი 29, 2026
10
მთავარი

მნიშვნელოვანია, საქართველო იმ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის მიღმა არ დარჩეს, რასაც ჰქვია აშშ-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობაში - აშშ ჩართული უნდა იყოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში, კერძოდ, ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასა და...

დაწვრილებითDetails

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

იანვარი 29, 2026
15
მთავარი

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა დღეს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. თავად კომისიის ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას...

დაწვრილებითDetails

“ახალი რეგულაციების დაანონსება ამერიკული დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვიეს “- ზურაბ ჯაფარიძე

იანვარი 29, 2026
14
მთავარი

კითხვები ეხებოდა გუშინ მიღებულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც სპეციალურად დაამთხვიეს აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის ვიზიტს - არ მჯერა დამთხვევების, რომ ჩამოსულია ამერიკის დელეგაცია და მაინცდამაინც მაგ დღეს გამოდიან და ატარებენ ბრიფინგს, აცხადებენ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».