სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანის ბრალდებით, 3 პირი: 1992 წელს დაბადებული დ.მ. და აზერბაიჯანის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული რ.ჰ. და 1991 წელს დაბადებული ჰ.დ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: სარეალიზაციოდ გამზადებული 75 შეკვრა “მეთადონი”, გამომშრალი “მარიხუანა” და “მცენარე კანაფი”.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.










