LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი

ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი

დაპოსტა 2026/03/11-ში
A A
34
ნახვა
გაზიარება

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და მდიდარი ეკოსისტემა მოგზაურობისათვის შთამბეჭდავ გარემოს ქმნის და განსაკუთრებით ეფექტურია ფოტო თუ ვიდეოობიექტივში.

აღსანიშნავია, რომ საირმეში 2011 წელს, ინვესტორის, თემურ კოხოძის ინიციატივით, კურორტის განვითარების ხელშეწყობისთვის მოხდა ხე-ტყის ჭრის ლიცენზიის მონაცვლეობა, რის შედეგადაც უკვე 24 წელია ტერიტორიაზე ჭრა აღარ ხდება და ეს პროცესი რეინჯერების მიერ მუდმივ რეჟიმში კონტროლდება.

ამჯერად „საირმეს რეკრეაციულ ფერმას“ ფოტოგრაფი რეზი ყენია ესტუმრა. რეზი ბევრს მოგზაურობს, საქართველოს ლანდშაფტები ხშირად ექცევა მის ფოტოობიექტივში, თუმცა საირმეში გადაღების მიზნით პირველად მოხვდა. მისთვის აღმოჩენა იყო რეკრეაციული ფერმაც და ის ატმოსფეროც, რაც ამ ტერიტორიაზე დახვდა. ადრიანი შემოდგომის ლანდშაფტიც და აქაურობის ხასიათიც რეზიმ ფირზე აღბეჭდა.

რეზი ყენია, ფოტოგრაფი: „საირმეში რომ ჩავედი, სექტემბრის დასაწყისი იყო – ის დრო, როცა ზაფხული ჯერ არ წასულა და შემოდგომის დადგომაც ჯერ მხოლოდ კალენდრითაა საგრძნობი. ისე მოხდა, რომ ფოტოაპარატით ხელში პირველად აღმოვჩნდი ამ ტერიტორიის გადასაღებად. ჩავედი, რომ გადამეღო „საირმეს რეკრეაციული ფერმა“, ტყე, მთლიანი ლანდშაფტი და რეინჯერების ყოველდღიური ცხოვრება.

ახლა პირველ შთაბეჭდილებას რომ ვიხსენებ, ეს იყო გაოცება. საოცრად საინტერესო ადგილია. გაოცება ვახსენე იმიტომ, რომ აქაური ბუნება არაფერს ჰგავს. ზემოთ, მთებში რომ ადიხარ, რაღაც მომენტში გავიწყდება, რომ საქართველოში ხარ – იმდენად განსხვავებული ელფერი აქვს გარემოს. იქვე გაშლილი სივრცეებია და ლანდშაფტის ხასიათი რადიკალურად იცვლება. წარმოუდგენლად საინტერესო სანახაობაა. სამი დღე გავატარე ამ ტერიტორიაზე. ერთხელ გამთენიისას გადავიღე და ისიც გამორჩეული გამოცდილება აღმოჩნდა. მსგავსი ფერები და სივრცე სხვაგან არ შემხვედრია. ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, მისტიკურად საინტერესო იყო იქაურობა“.

ფოტოგრაფი, რომელიც ძირითადად ფირზე მუშაობს, ამბობს, რომ მთაში გადაღება ყველაზე მეტად უყვარს, გამორჩეულად საინტერესო სანახაობას კი ფირი ზედმიწევნით ზუსტად აღბეჭდავს.

 

„ყოველთვის, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვან და სასურველ პროექტზე ვმუშაობ, ფირის ფოტოაპარატით ვიღებ. არც საირმე იყო გამონაკლისი. ფირის ფოტოებს სხვა ხასიათი აქვს, ბევრად უფრო ესთეტიკურია ჩემთვის, გამოსახულებაც, ფერიც უფრო რბილია, უფრო ნოსტალგიური ნოტები აქვს, რაც განსაკუთრებით მომწონს. შემოდგომის დასაწყისში საირმეში ხასხასა ფერები დამხვდა, თან კარგი ამინდები და მწველი მზე დამემთხვა. კაშკაშა მზეში ჩრდილებიც მკაფიოა. ამიტომ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, ფერად ფირზე გადამეღო რეკრეაციული ზონა. ფირი მზესა და ჩრდილს შორის კონტრასტს განსაკუთრებით კარგად აჩენს, თან თავისებურ ფერსა და სირბილესაც აძლევს კადრს. ფერადი ფირი იდეალურია, როცა გინდა აჩვენო ის ფერები და განწყობა, რაც მთაშია. კიდევ ერთი თავისებურება, რაც ფირზე გადაღებას ახლავს თან, არის ის, რომ სასურველი კადრისთვის მეტი მოთმინება, ლოდინი, სიზუსტე გჭირდება. ახვედი, უცებ გადაიღე და მერე ნახე – ფირით მუშაობისას არ გამოდის. 36 კადრი გაქვს და არცერთი არ გემეტება გასაფუჭებლად. ამიტომ ფირის ფოტოგრაფია ყოველთვის უფრო ნაფიქრია და ეს იგრძნობა. მოწიწებით ეპყრობი თითოეულ კადრს, მეტ დროს ხარჯავ ფოტოსთვის და, შესაბამისად, უფრო აკვირდები გარემოს, განათებას, ბევრად უფრო კარგად აღიქვამ იმას, რასაც ხედავ. ნაწილი ხდები იქაურობის“.

რეზიმ „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ფირზე არაერთი შთამბეჭდავი კადრი აღბეჭდა. ამბობს, რომ საირმის ბუნების მთავარი ხიბლი მისი მრავალფეროვნებაა:

 

„ნახევარი საათიც არ გინდა, რომ ლანდშაფტი კონტრასტულად გადასხვაფერდეს. წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების, გაშლილი ველებისა და მწვერვალების ერთობლიობა ძალიან ეფექტურ და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. სუბტროპიკული ბუნებიდან უღრან ტყეში და იქიდან ალპურ ზონაში აღმოვჩნდი. ერთ ტერიტორიაზე ბუნების ეს რადიკალური ცვლილება ძალიან საინტერესო და კომფორტულია ფოტოგრაფისთვის, რადგან შეგიძლია, უამრავი განსხვავებული სანახაობა გადაიღო ისე, რომ დიდი დრო არ დახარჯო“.

 

რეზი ყენია საირმეში გატარებული დღეების განმავლობაში რეინჯერებსაც შეხვდა. „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 12 რეინჯერი 24-საათიან რეჟიმში იცავს ბუნებას ბრაკონიერებისგან და ზრუნავს ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მოვლაზე:

„ზოგადად, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, რეინჯერებსაც ვიცნობ, მაგრამ საქმის ისეთი სიყვარული, რაც აქ თვალში საცემია, იშვიათად მინახავს სადმე. მომიყვნენ უამრავ საინტერესო ამბავს, რაც უკავშირდება მათ საქმესა და „საირმეს რეკრეაციულ ფერმას“. მათთან ერთად მოვიარე ტერიტორია, მიამბეს, რა ჩანაფიქრი და გეგმებია ფერმასთან დაკავშირებით. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ზრუნავენ ამ ტერიტორიაზე ცხოველების უსაფრთხო და კომფორტული არსებობისთვის; როგორ კვებავენ გარეულ ცხოველებს. რეინჯერები იქ არა მარტო მუშაობენ, არამედ მათ უყვართ იქაურობა! გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად უვლიან რეკრეაციულ ფერმას, თავიანთ ნაწილად აღიქვამენ ამ ყველაფერს და ამის ყურება წარმოუდგენლად სასიამოვნოა. სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ და ეს განწყობა ჩემზეც გადმოვიდა. ერთი ჩასვლით ეს განცდა არსად არ გამჩენია. მეც იქაურობის ნაწილად, შინაურად ვიგრძენი თავი, არადა სულ სამი დღე გავატარე საირმეში, თუმცა ეს სამი დღე საკმარისი იყო იმისთვის, რომ კარგად აღმექვა „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ განუსაზღვრელი შესაძლებლობები როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ფოტოგრაფიის თვალსაზრისით“.

რეზი ყენია „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ზამთრის გარემოს ფირზე აღბეჭდვას უახლოეს მომავალშიც გეგმავს. ფიქრობს, რომ ზამთრის სეზონზე თოვლი იქაურობას კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდის.

 

 

 

 

 

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი  გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
მთავარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან...

დაწვრილებითDetails

წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?!  – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს
მთავარი

❗🗨️ წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! - ანადგუროებენ ზოდში იმ მიწებს, სადაც "ჯორჯიან მანგანეცს" არ უნდა გაეცა ლიცენზია არანაირი გამართლება არ შეიძლება, ეს გზა გაწირეს იმისთის რომ ერთი სოფლიდან...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროები

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
მსოფლიოს სანაპირო ქალაქებს გაქრობა ემუქრება
მთავარი

ფტერის სანაპირო, რომელიც საბერძნეთის კუნძულ კეფალონიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, 2026 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო სანაპიროების სიაში მეორე ადგილზეა, ხოლო ევროპაში - პირველი. ფტერიმ თავისი ხელუხლებელი იერსახე იზოლირებული მდებარეობის წყალობით შეინარჩუნა...

დაწვრილებითDetails

ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა – რა იკრძალება ტერიტორიაზე

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა – რა იკრძალება ტერიტორიაზე
ეკონომიკა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბოძალაში მდებარე ბატეთის ტბის ტერიტორია, რომელიც 27 813 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მოიცავს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 19-წლიანი სარგებლობის უფლებით ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. საიჯარო საფასური 17...

დაწვრილებითDetails

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 მლნ ლარზე მეტი შევიდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
დედაქალაქში დამატებით 25 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 63%-ით გაიზარდა და 2.007 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

Wizz Air-მა შესაძლოა 55-დან 65 ევრომდე დაგაჯარიმოთ – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით დაფრინავს
მთავარი

Wizz Air-ის მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ. avianews.com- ის ცნობით, მგზავრებს შესაძლოა, 55-დან 65 ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ ბორტზე ბალიშის გამოყენებისთვის. ავიაკომპანიის ლოგიკა ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ბალიში მგზავრს კისერზე აქვს შემოხვეული,...

დაწვრილებითDetails

ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია...

დაწვრილებითDetails

ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროპგრამა შეჩერდა – მთავრობამ დაფინანსებაზე უარი თქვა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროპგრამა შეჩერდა –  მთავრობამ დაფინანსებაზე უარი თქვა
მთავარი

ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრში დაარსებული ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტრომ აღარ დააფინანსა. ინფორმაცია, რომ ქართველოლოგიის პროგრამა, - რომელსაც ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობდა, - „ფაქტობრივად, დაიხურა“, 20 აგვისტოს გაავრცელა ისტორიკოსმა...

დაწვრილებითDetails

რისკს უკავშირდება – დაავადაებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ზაფხულის პერიოდში მზით დამწვრობის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია. ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი ზემოქმედება კი ჯანმრთელობისთვის არაერთ რისკს უკავშირდება.   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, გადამოწმების მიზნით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"