LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი

ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი

დაპოსტა 2026/03/11-ში
A A
32
ნახვა
გაზიარება

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და მდიდარი ეკოსისტემა მოგზაურობისათვის შთამბეჭდავ გარემოს ქმნის და განსაკუთრებით ეფექტურია ფოტო თუ ვიდეოობიექტივში.

აღსანიშნავია, რომ საირმეში 2011 წელს, ინვესტორის, თემურ კოხოძის ინიციატივით, კურორტის განვითარების ხელშეწყობისთვის მოხდა ხე-ტყის ჭრის ლიცენზიის მონაცვლეობა, რის შედეგადაც უკვე 24 წელია ტერიტორიაზე ჭრა აღარ ხდება და ეს პროცესი რეინჯერების მიერ მუდმივ რეჟიმში კონტროლდება.

ამჯერად „საირმეს რეკრეაციულ ფერმას“ ფოტოგრაფი რეზი ყენია ესტუმრა. რეზი ბევრს მოგზაურობს, საქართველოს ლანდშაფტები ხშირად ექცევა მის ფოტოობიექტივში, თუმცა საირმეში გადაღების მიზნით პირველად მოხვდა. მისთვის აღმოჩენა იყო რეკრეაციული ფერმაც და ის ატმოსფეროც, რაც ამ ტერიტორიაზე დახვდა. ადრიანი შემოდგომის ლანდშაფტიც და აქაურობის ხასიათიც რეზიმ ფირზე აღბეჭდა.

რეზი ყენია, ფოტოგრაფი: „საირმეში რომ ჩავედი, სექტემბრის დასაწყისი იყო – ის დრო, როცა ზაფხული ჯერ არ წასულა და შემოდგომის დადგომაც ჯერ მხოლოდ კალენდრითაა საგრძნობი. ისე მოხდა, რომ ფოტოაპარატით ხელში პირველად აღმოვჩნდი ამ ტერიტორიის გადასაღებად. ჩავედი, რომ გადამეღო „საირმეს რეკრეაციული ფერმა“, ტყე, მთლიანი ლანდშაფტი და რეინჯერების ყოველდღიური ცხოვრება.

ახლა პირველ შთაბეჭდილებას რომ ვიხსენებ, ეს იყო გაოცება. საოცრად საინტერესო ადგილია. გაოცება ვახსენე იმიტომ, რომ აქაური ბუნება არაფერს ჰგავს. ზემოთ, მთებში რომ ადიხარ, რაღაც მომენტში გავიწყდება, რომ საქართველოში ხარ – იმდენად განსხვავებული ელფერი აქვს გარემოს. იქვე გაშლილი სივრცეებია და ლანდშაფტის ხასიათი რადიკალურად იცვლება. წარმოუდგენლად საინტერესო სანახაობაა. სამი დღე გავატარე ამ ტერიტორიაზე. ერთხელ გამთენიისას გადავიღე და ისიც გამორჩეული გამოცდილება აღმოჩნდა. მსგავსი ფერები და სივრცე სხვაგან არ შემხვედრია. ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, მისტიკურად საინტერესო იყო იქაურობა“.

ფოტოგრაფი, რომელიც ძირითადად ფირზე მუშაობს, ამბობს, რომ მთაში გადაღება ყველაზე მეტად უყვარს, გამორჩეულად საინტერესო სანახაობას კი ფირი ზედმიწევნით ზუსტად აღბეჭდავს.

 

„ყოველთვის, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვან და სასურველ პროექტზე ვმუშაობ, ფირის ფოტოაპარატით ვიღებ. არც საირმე იყო გამონაკლისი. ფირის ფოტოებს სხვა ხასიათი აქვს, ბევრად უფრო ესთეტიკურია ჩემთვის, გამოსახულებაც, ფერიც უფრო რბილია, უფრო ნოსტალგიური ნოტები აქვს, რაც განსაკუთრებით მომწონს. შემოდგომის დასაწყისში საირმეში ხასხასა ფერები დამხვდა, თან კარგი ამინდები და მწველი მზე დამემთხვა. კაშკაშა მზეში ჩრდილებიც მკაფიოა. ამიტომ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, ფერად ფირზე გადამეღო რეკრეაციული ზონა. ფირი მზესა და ჩრდილს შორის კონტრასტს განსაკუთრებით კარგად აჩენს, თან თავისებურ ფერსა და სირბილესაც აძლევს კადრს. ფერადი ფირი იდეალურია, როცა გინდა აჩვენო ის ფერები და განწყობა, რაც მთაშია. კიდევ ერთი თავისებურება, რაც ფირზე გადაღებას ახლავს თან, არის ის, რომ სასურველი კადრისთვის მეტი მოთმინება, ლოდინი, სიზუსტე გჭირდება. ახვედი, უცებ გადაიღე და მერე ნახე – ფირით მუშაობისას არ გამოდის. 36 კადრი გაქვს და არცერთი არ გემეტება გასაფუჭებლად. ამიტომ ფირის ფოტოგრაფია ყოველთვის უფრო ნაფიქრია და ეს იგრძნობა. მოწიწებით ეპყრობი თითოეულ კადრს, მეტ დროს ხარჯავ ფოტოსთვის და, შესაბამისად, უფრო აკვირდები გარემოს, განათებას, ბევრად უფრო კარგად აღიქვამ იმას, რასაც ხედავ. ნაწილი ხდები იქაურობის“.

რეზიმ „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ფირზე არაერთი შთამბეჭდავი კადრი აღბეჭდა. ამბობს, რომ საირმის ბუნების მთავარი ხიბლი მისი მრავალფეროვნებაა:

 

„ნახევარი საათიც არ გინდა, რომ ლანდშაფტი კონტრასტულად გადასხვაფერდეს. წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების, გაშლილი ველებისა და მწვერვალების ერთობლიობა ძალიან ეფექტურ და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. სუბტროპიკული ბუნებიდან უღრან ტყეში და იქიდან ალპურ ზონაში აღმოვჩნდი. ერთ ტერიტორიაზე ბუნების ეს რადიკალური ცვლილება ძალიან საინტერესო და კომფორტულია ფოტოგრაფისთვის, რადგან შეგიძლია, უამრავი განსხვავებული სანახაობა გადაიღო ისე, რომ დიდი დრო არ დახარჯო“.

 

რეზი ყენია საირმეში გატარებული დღეების განმავლობაში რეინჯერებსაც შეხვდა. „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 12 რეინჯერი 24-საათიან რეჟიმში იცავს ბუნებას ბრაკონიერებისგან და ზრუნავს ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მოვლაზე:

„ზოგადად, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, რეინჯერებსაც ვიცნობ, მაგრამ საქმის ისეთი სიყვარული, რაც აქ თვალში საცემია, იშვიათად მინახავს სადმე. მომიყვნენ უამრავ საინტერესო ამბავს, რაც უკავშირდება მათ საქმესა და „საირმეს რეკრეაციულ ფერმას“. მათთან ერთად მოვიარე ტერიტორია, მიამბეს, რა ჩანაფიქრი და გეგმებია ფერმასთან დაკავშირებით. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ზრუნავენ ამ ტერიტორიაზე ცხოველების უსაფრთხო და კომფორტული არსებობისთვის; როგორ კვებავენ გარეულ ცხოველებს. რეინჯერები იქ არა მარტო მუშაობენ, არამედ მათ უყვართ იქაურობა! გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად უვლიან რეკრეაციულ ფერმას, თავიანთ ნაწილად აღიქვამენ ამ ყველაფერს და ამის ყურება წარმოუდგენლად სასიამოვნოა. სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ და ეს განწყობა ჩემზეც გადმოვიდა. ერთი ჩასვლით ეს განცდა არსად არ გამჩენია. მეც იქაურობის ნაწილად, შინაურად ვიგრძენი თავი, არადა სულ სამი დღე გავატარე საირმეში, თუმცა ეს სამი დღე საკმარისი იყო იმისთვის, რომ კარგად აღმექვა „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ განუსაზღვრელი შესაძლებლობები როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ფოტოგრაფიის თვალსაზრისით“.

რეზი ყენია „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ზამთრის გარემოს ფირზე აღბეჭდვას უახლოეს მომავალშიც გეგმავს. ფიქრობს, რომ ზამთრის სეზონზე თოვლი იქაურობას კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდის.

 

 

 

 

 

გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 3, 2026
0
ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება
მთავარი

ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე, წყალშემკრები არხის გასწვრივ ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „პროჯეკტ კომპანი“-მ ქალაქ ქუთაისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოამზადა. ტენდერი სამუშაოებისთვის  უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ცენტრალურ სკვერში არსებულ შენობაში განთავსდება სივრცე “ქუთაისი – საუნივერისტეტო ქალაქი”

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 3, 2026
0
ქუთაისის ცენტრალურ სკვერში არსებულ შენობაში განთავსდება სივრცე “ქუთაისი – საუნივერისტეტო ქალაქი”
მთავარი

ქუთაისის ცენტრალურ სკვერში არსებულ შენობაში განთავსდება სივრცე “ქუთაისი - საუნივერისტეტო ქალაქი”. ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შემუშავდა სივრცის კონცეფცია, რაც გულისხმობს ქუთაისის, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას. სივრცე გააერთიანებს...

დაწვრილებითDetails

ხონის მერის გიორგობა-ხონელობის ორგანიზებისათვის ტენდერს აცხადებს

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 3, 2026
0
ხონის მერის გიორგობა-ხონელობის ორგანიზებისათვის ტენდერს აცხადებს
მთავარი

ხონის მერის გიორგობა-ხონელობის ორგანიზებისათვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63`310 ლარია - NAT260006802 გიორგობა-ხონელობის დღესასწაული ხონში 6 მაისს აღინიშნება. ხონში ყოველწლიურად განსაკუთრებული სითბოთი და ტრადიციების დაცვით აღინიშნება გიორგობა -დღესასწაული, რომელიც...

დაწვრილებითDetails

“მე მხარს ვუჭერ ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს”- ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
“მე მხარს ვუჭერ ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს”- ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი
მთავარი

მე ვუჭერ მხარს ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს - ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას, ეთანხმება თუ არა იმას, რომ საპატრიარქო...

დაწვრილებითDetails

სააღდგომოდ ხონის მერია ნობათს 405 ოჯახს გადასცემს

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 3, 2026
0
ხონის მერია საახაწლოდ 405 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე ნობათის გადასცემს
მთავარი

სააღდგომოდ ხონის მერია ნობათს 405 შეჭირვებულ ოჯახს გადასცემს. ხონის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22`558 ლარია.  NAT260004867

დაწვრილებითDetails

ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე ქუთაისლებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე ქუთაისლებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
მთავარი

ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე ქუთაისლებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ლევან მანდარია 66კგ ცოტნე იჩქიტიძე 66კგ ოთარ ჯაფარიძე +100კგ

დაწვრილებითDetails

” სინოდის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა იქნება იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს “-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
” სინოდის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა იქნება იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს “-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

სინოდზე 3 კანდიდატის გამოცხადება მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს შემდეგი სინოდი იქნება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17 ცხოველი, რომლებსაც დღეს ზუგდიდში დააბრუნებენ. მათი ცნობით,...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
“ე.წ. ,,პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა”-საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

დღეს, 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"