სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში, სოფელ გეგუთში, ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა.
ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობდა.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მიკვლევადობის მოთხოვნები.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
დარღვევები დაფიქსირდა ტყიბულშიც ყველის გადამმუშავებელ საწარმო შპს ,,რაგოში” . ბიზნესოპერატორი ამ შემთხვევაშიც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.










