გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
24news.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა.
მიღებული დაზიანებებით მოზარდი ადგილზე დაიღუპა.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.










