ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს.
როგორც ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილმა აცხადებს, ღუდუშაური წუხელ დააკავეს.
მისივე ინფორმაციით, დაკავებული ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.
„ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. ახლა ჩავერთე საქმეში. როგორც ვიცი, ბრალი არ აქვს წარდგენილი. საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, არ ვიცნობ. დღეს ვგეგმავ შესვლას და მონახულებას, შესაძლოა, ეს დაემთხვეს ბრალის წარდგენასაც. როგორ ვიცი, წუხელ დააკავეს“,-აღნიშნა ადვოკატმა.










