საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.
„თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა.
საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. “გულწრფელი შეცდომა” არ არსებობს – ვიზის სწორად გამოყენება თქვენი პასუხისმგებლობაა.” – წერს ამერიკის საელჩო “ფეისბუკში”.











