LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფრანგეთმა და მსგავსმა დასავლურმა სახელმწიფოებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ყარაბაღის ოკუპაცია მარადიული ყოფილიყო – ილჰამ ალიევი

დადგება დღე, როცა სომხური ტვირთი საქართველოს კი არა, პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის და ეს დღე შორს არ არის – ალიევი

დაპოსტა 2026/01/22-ში
A A
109
ნახვა
გაზიარება

თუ დღეს სომხური ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხდება, დადგება დღე და ეს დღე შორს არ არის, როცა სომხური ტვირთი პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთის ტრანზიტი მოითხოვა. ალიევის შეფასებით, დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში “ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო” აზერბაიჯანს მეზობლებიდან მხოლოდ სომხეთთან არ ჰქონდა კარგი და მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა. თუმცა “დე ფაქტო მშვიდობის დამყარების შემდეგ” ორმა ქვეყანამ “ეკონომიკური თანამშრომლობა და საექსპორტო ოპერაციები დაიწყო.”

კერძოდ, ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა ყაზახეთიდან და რუსეთიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტზე შეზღუდვები მოხსნა.

„ახლა კი სომხური მხარისგან მივიღეთ თხოვნა, რომ სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი უზრუნველვყოთ. ამდენად, ჩვენ დერეფნები დე ფაქტოდ და ცალმხრივად გავხსენით. დიახ, ტრანსპორტირება გადის საქართველოზე, მაგრამ ერთ დღეს მარშრუტი, ასევე, სომხეთს გაივლის. დადგება დღე, როცა სომხური ტვირთი პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის და ეს დღე შორს არ არის,“ – ამბობს ალიევი.

ცნობისთვის: სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო რუსეთიდან სომხეთში თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით განიხილავს. ამჟამად თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან და ირანიდან ხდება, რაშიც ქვეყანა პრობლემებს აწყდება. კერძოდ, „ირანში გარკვეული პრობლემები ცნობილი გარემოებების გამო წარმოიშვა, ხოლო რუსეთის მიმართულებით პრობლემები ზემო ლარსზე შეფერხებებს უკავშირდება. ამის გამო სომხეთის ბაზარზე თხევადი ბუნებრივი აირის დეფიციტი გაჩნდა. სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენა შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის მიერ სომხეთში სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილების შემდეგ. შესაბამისი შეთანხმება 2025 წლის ოქტომბერში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების მონაწილეობით გაფორმდა.

გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 10, 2026
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივიდან 6 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო კვლავ ძვირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, 10 მარტს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 179 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.66%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ” – ალი ლარიჯანი დონალდ ტრამპს

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
“ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ” – ალი ლარიჯანი დონალდ ტრამპს
მთავარი

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე...

დაწვრილებითDetails

“არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება - შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ კიდევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარი მათი აღიარება და გამოსწორებაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია წერს,...

დაწვრილებითDetails

სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 392 827 ლარის გადახდას ავალებდა, ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო...

დაწვრილებითDetails

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 10-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  მათივე ცნობით, 10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება: „თბილისში 10-11 მარტს მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 11 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7438 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

“საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, ეთერს „პალიტრანიუსზე“ – გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვის შემდეგ

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
მთავარი

საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს „პალიტრანიუსზე“, სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იქნეს რეალიზებული, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან სუს-ის დატოვების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"