2025 წელს უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 459 279 ლარი შევიდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, ანგარიშშია საუბარი.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წელს აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 3 060 175 ლარის აკუმულირება მოხდა.
უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტი 2.4 მლნ ლარით შეივსო
ცნობისთვის, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.










