ნათლისღების მომდევნო დღეს აღინიშნება ხსენება ნათლისმცემლისა უფლისა – იოანესი.
იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით ისაიას წინასწარმეტყველება აღასრულა: “ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი”.
ტროპარი, ხმა 2.
ხსენებაი მართლისა ქებით აღესრულების, ხოლო შენდა ხმა არს წამებაიუფლისა წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინაისწარმეტყუელთა და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლისცემად, და აწ იწამე ჭეშმარიტებისათვის, და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი ხორცითა გამოჩინებული, და ამხუმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.
კონდაკი, ხმა 6.
ხორციელისა მოსლვისა შენისაგან შეძრწუნებული იორდანე უკუნ იქცეოდა, ხოლო წინაისწარმეტყუელებისა მსახურებისა აღმასრულებელი იოანე ძრწოლით იპყრობებოდა, ანგელოსთა დასნი განცვიფრდებოდეს, გხედვიდეს რა ნაკადულთა შინა ხორცითა ნათლისცემულად და ყოველივე ბნელის შინანი განბრწყინდებოდეს და გიგალობდეს შენ, გამოჩინებულსა და განმანათლებელსა ყოველთასა.










