აჭარაში კაცი ნაჯახით დაჭრეს.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
შუახევის მუნიციპალიტეტში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ძალადობაში გადაიზარდა. ერთმა კაცმა მეორე პირს ნაჯახით მიაყენა დაზიანებები.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მას სახის არეში აქვს მძიმე დაზიანებები. კერძოდ, დაზიანებულია ერთი თვალი, ცხვირი და ყბა.
ადგილობრივების თქმით, კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. საუბარია ქორწინებაში მყოფ ქალზე, რომლის გამოც ერთმანეთს ორი კაცი დაუპირისპირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით.
უწყების ინფორმაციით, დადგენილია ბრალდებულის ვინაობა და ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.










