LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე

” ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ” – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/01/14-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო – 9.3 %, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემა იყო – „შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით“.

მისივე თქმით, ეს წარმატება ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.

„ძალიან წარმატებული ქვეყანა ვართ ეკონომიკური განვითარებით, არამხოლოდ ჩვენს, არამედ უფრო ფართო რეგიონში. ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო – 9.3 %, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში. ასევე, სწორად თუ იქნება შეფასებული ეკონომიკური წარმატება, ეს არის ზუსტად ეკონომიკური რეფორმების შედეგი, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, ეს არის იმის შედეგი, რომ კორუფციის დონე ყველაზე დაბალია ჩვენთან რეგიონის მასშტაბით და ამ მიმართულებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს.

თუ სამართლიანად იქნება შეფასებული საქართველოს მაჩვენებლები და მიღწევები, ნაბიჯ-ნაბიჯ, რასაც ვაკეთებთ, ენთუზიაზმი უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ჩვენ ბუნებრივად ვეკუთვნით ევროპას, ვცდილობთ მაქსიმუმს, რომ წინ წავიწიოთ, განვავითაროთ ქვეყანა ეკონომიკური ზრდის, მმართველობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, სწორედ ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. არსებობს გარკვეული სირთულეები ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პოლიტიკური გარემოებების შეცვლის საფუძველზე მოხდება ინტეგრაცია“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში შუა დერეფნის როლი შთამბეჭდავად იზრდება.

„ისტორიულად საქართველო აკავშირებდა აზიას ევროპასთან, აღმოსავლეთს, დასავლეთთან, დასავლეთს, აღმოსავლეთთან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს და უკვე წარმატებულნი ვართ საკმაოდ. ვიყენებთ სტრატეგიულ ადგილმდებარეობას, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ გავაძლიეროთ დაკავშირებადობის შესაძლებლობა ტრანზიტის კუთხით და ვახორციელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვაშენებთ ავტომაგისტრალებს. 2030 წლისთვის ყველა სეგმენტის მშენებლობა იქნება დასრულებული, ვითარდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა, ხდება რკინიგზის და საზღვაო პორტების მოდერნიზაცია.

ჩვენ ავაშენებთ ახალ პორტს შავ ზღვაზე, ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ეს არის ერთ-ერთი ადგილი საქართველოში. ყველა ეს მიმართულება და ინიციატივა ხდება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ჩვენ არსებითად მოვახდენთ ქვეყნის ტრანსფორმაციას, რომ გაძლიერდეს დაკავშირებადობის შესაძლებლობა და უნარი. ეს ჩვენ ოპტიმისტურად განგვაწყობს, რომ ქვეყანა მიაღწევს განვითარების არსებითად ახალ დონეს საშუალოვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ძალიან ბევრ ქვეყანასთან.

„ყველაზე მეტი შეთანხმება ამ კუთხით ჩვენ გვაქვს რეგიონში ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთან. ეს განსაკუთრებულ უნარს გვაძლევს, რომ ეკონომიკურად ვიყოთ დაკავშირებული ერთმანეთთან და ეს ქვეყნები დავაკავშიროთ ერთმანეთს. ძალიან ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და კორუფციის დაბალი დონით. ეს ყველაფერი არის ის სარგებელი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სვეტი იყოს ამ დერეფანში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები და წარმადობა გაიზარდოს ამ მიმართულებით და ქვეყნის განვითარება მოხდეს ამის საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესსამსახურში განუცხადეს, ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე ჩაინიშნა. მთავრობის მეთაური განცხადებას ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე გააკეთებს

დაწვრილებითDetails

ყაზბეგში, სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ზვავის ჩამოწოლის შედეგად, მამაკაცი დაიღუპა (აშშ)
მთავარი

სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია - ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. განცხადების თანახმად, ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება. „ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო...

დაწვრილებითDetails

“შვებულებაში ყოფნის დროს ისარგებლეს”- რა წერია ბაღდათის მუნიციპალიტეტის აუდიტის დასკვნაში

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
დარღვევა დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა, საჯარიმო თანხა კი1 მილიონ ლარზე მეტია
მთავარი

ბაღათის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეების მიერ სატრანსპორტო საშუალებაში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმის 54 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 103 შემთხვევაში...

დაწვრილებითDetails

მიხეილ სააკაშვილი “ლელოს“ მიმართავს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” გატეხვით ვერ გამტეხავთ”-სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეო კადრებს ეხმაურება
მთავარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ლელოს“ მიმართავს და მოუწოდებს, “ოცდნებასთან“ დიალოგის შესახებ ინიციატივაზე უარი თქვას. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მხოლოდ „უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლით მოხდება გამარჯვება“. “იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი 17-19 მარტს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
ამინდი

როგორი ამინდია მოსალოდნელი 17-19 მარტს საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 18-19 მარტს  შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მათივე...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ფასმა იკლო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 998 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.41%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ...

დაწვრილებითDetails

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
„ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე…“ – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე აბანოს ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მძღოლებს ფირდოუსის,...

დაწვრილებითDetails

მგონია, რომ ამ დანაკარგით და სიცარიელით შევიშლები. ბოლომდე ვერავინ ვიაზრებთ, რა მოხდა – მარიამ ბეროძე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

"როგორც კი ფიქრსა და რეალობის გაანალიზებას ვიწყებ, მაშინვე ვაჩერებ ჩემს თავს, თორემ მომენტებში მგონია, რომ ამ დანაკარგით და სიცარიელით შევიშლები. ახლა ყველანი ეგრე ვართ, მგონი, რომ ბოლომდე ვერავინ ვიაზრებთ, რა...

დაწვრილებითDetails

ძალა ერთობაშია – ქუთაისში 22 მარტს აქცია დაიგეგმა

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ძალა ერთობაშია – ქუთაისში 22 მარტს აქცია დაიგეგმა
მთავარი

ძალა ერთობაშია - ქუთაისში 22 მარტს აქცია დაიგეგმა. უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ქუთაისში მერიის წინ აქცია 15:00 საათზე დაანონსეს. "საქართველოში უკვე წელიწადნახევარია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. საქართველოს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი ქირურგი დავით ჩიქოვანი

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი ქირურგი დავით ჩიქოვანი
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი ქირურგი დავით ჩიქოვანი - ინფორმაციას კლინიკა ლჯ ავრცელებს.  "კლინიკა-ლჯ"-ის ხელმძღვანელობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საუკეთესო თანამშრომლის და უახლოესი მეგობრის,ექიმი-ნეიროქირურგის, დავით ჩიქოვანის გარდაცვალების გამო!მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ცნობილი ექიმი, ჩვენს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"