Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები სრულად გააუქმა.
უკვე რამდენიმე დღეა, მომხმარებლები უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ვებგვერდზე აღნიშნული მარშრუტის ბილეთებს ვეღარ ყიდულობენ.
კომპანიის ელექტრონული სისტემა ვიზიტორებს ალტერნატიულ მიმართულებად ბრატისლავას სთავაზობს. ქუთაისიდან ფრენები ახლა ვენის ნაცვლად სწორედ ბრატისლავაში ხორციელდება.
რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზეზებს, კომპანიაში განმარტეს, რომ ეს ოპერაციული ხარჯების ზრდასა და უფრო მომგებიან ბაზრებზე სტრატეგიულ გადასვლას უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით კვირაში 4-ჯერ დაფრინავდა, ნომბრიდან კი სიხშირე 3 ფრენამდე შემცირდა.










