ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამის შესახებ განცხადებას ვენესუელის მთავრობა ავრცელებს.
ვენესუელის მთავრობა აცხადებს, რომ აშშ-ის „სამხედრო აგრესიას გმობს“.
მათი განცხადებით, „აშშ-ის აგრესიის მიზანი ვენესუელის ნავთობსა და მინერალებზე კონტროლის მოპოვებაა“.
„მსგავსი აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში. ასევე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.










