” არ ვიცი ეს პოსტი როდის აიტვირთება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა:
ეს ქვეყანა თუ კიდევ არსებობს, არსებობს სიკეთის ხარჯზე. 2 დღეა 200 კაცამდე ვართ ჩარჩენილი გვირაბში, ერთამენთის იმედად, უპატრონოდ, მაგრამ არ ვტყდებით, ვისაც რა გვაქვს ერთმანეთს ვაჭმევთ, ვუვლით და ვზრუნავთ.
და ამ დროს ვიღაც , სითბოშიმთქნარება ატეხილი დედაკაცები , გვლანძღავენ, გვწყევლიან და მთავრობას ყველა პასუხისმგებლობას ხსნიან!
მე კი მივდივარ გასართობად, მაგრამ აქ არის ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც უბრალოდ სახლში მიდიან!
და თანაც გართობა დანაშაული არ არის, არა!
ჩვენ ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის გამო არ ჩავრჩით აქ სინამდვილეში, ჩავრჩით იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია არც ტექნიკა და არც პერსონალი დახვდეს უჩვეულებრივეს მოვლენას – თოვლს მზად!
ახლა მეუბნებიან, რომ თურმე მესტიის გზის გახსნა შუქდება! არაფერი არ გახსნილა, ვართ ჩაკეტილები, უბრალოდ ტრაქტორი გამოჩნდა და იმედია ამას მაინც აქვს საწვავი!.
სვანებზე დინჯი და მზრუნველი ხალხი მეორე არ ვიცი! მაშინვე აიღეს პასუხისმგებლობა ნებისმიერი საკითხის ორგანიზაცებაზე, ნამდვილად მასპინძლებივით ჯერ მათ აიღეს ნიჩბები, ჯერ მათ იარეს და გამამხნევებელ სიტყვას გვეუბნებნებიან სულ.
კოტეჯის მეპატრონემაც კი თანხა სრულად დაგვიბრუნა, კიდევ ემოციებში ვართ, არც კი გვიხსენებია ფული, მთელი ღამე გვირეკავდა და გვამხნევებდა.
მართლა ძალიან გადამწვარი ვარ მეტი ვილაპარაკო, მაგრამ ,ჩემი აზრით , სახელმწიფო ზუსტად ზამთარში, ზუსტად თოვაში და ზუსტად “სულ რაღაც ” 200 კაცის დაკიდებაში ავლენს თავს!
ტრაქტორის მძღოლებზე არაფერი მაქვს სასაყვედურო, ხალხი ახალ წელს ტრაქტორში შეხვდა, მაქსიმალური გააკეთეს, მაგრამ ისინი გამოიყურებოდნენ სათამაშოებივით ზვავის ფონზე.”- წერს სოციალურ ქსელში ელისო კივილაძე
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სვანეთში, მესტიის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მესტიის მერი აცხადებს რომ გზა გათავისუფლებულია, თუმცა მოქალაქეები ამბობენ, რომ კვლავ გვირაბებში არიან ჩარჩენილები.
დღეს ქუთაისში მოსწავლეს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მე-13 საჯარო სკოლასთან მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დედა ავრცელებს და წერს რომ ქალაქასი განუკითხაობა. მისი თქმით ბავშვს ფეხი აქვს ნაღრძობი. ,,დღეს მე-13 სკოლასთან...
👉 "საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა,...
მოტოსპორტში საქართველოს ორგზის ჩემპიონი და 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საქართველოს მოტო ფედერაცია“ ავრცელებს. დავით რობანიშვილი რუსთავის ავტობანზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 'რობანა უდაოდ...
ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის დრო დაღუპულ მცირეწლოვანს, სანი ცეცხლაძეს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან. „სანი ჩვენო პატარა ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ, ბარტყი. საშინელება დაგვატრიალე თავზე დეე, გენაცვალე ჩვენო პატარა, სიცოცხლე დაგისრულეს...
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმე ვ. ზ.-ს კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი) შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმე სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა....
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მცდელობის, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე, ორ პირს...
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის სამი უცხო...
პირველ სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მეათე სართულიდან ნასროლი სკამის დაცემის შედეგად დაშავებული მოზარდის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ნარსავიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე...
ვერძი აქტიური დღე გელით. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ტყუპები კომუნიკაციისთვის წარმატებული...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:...