1 იანვრიდან გაზრდილ ასაკობრივ პენსიას მიიღებენ პენსიონერებიც. კერძოდ, იანვრიდან 70 წლამდე პირთათვის ასაკობრივი პენსია იზრდება 20 ლარით და 370 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის და ზემოთ პენსიონერები კი 45 ლარით მეტს ანუ 495 ლარის ოდენობის პენსიას მიიღებენ.
რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, იქ მცხოვრები 70 წლამდე ასაკის პირები 444 ლარის პენსიას აიღებენ, ხოლო 70 წლის და მეტის პენსიონერები – 594 ლარს.
გარდა პენსიისა, 2026 წლის იანვრიდან გაიზრდება მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელი – 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელი – 20 ლარით.










