საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი რჩება.
მისი თქმით, გაზის უცვლელი ტარიფი ერთი წლის ვადით იმოქმედებს.
ბუნებრივ აირზეც ტარიფები რჩება უცვლელი. ვინაიდან აქ მხოლოდ მცირედი კორექტირებები გაკეთდა მისაწოდებელი გაზის ფასთან და განხორციელებული ინვესტიციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი რჩება. ერთი წლის ვადით”, – განაცხადა ნარმანიამ.
ცოტა ხნის წინ, სატრანსპორტო კვლევის ცენტრმა ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, გაზის ტარიფი ბოლო 6 წელში 72% -ით გიზარდა. დოკუმენტის თანახმად, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის მოხმარების ტარიფი 54 თეთრით ანუ 72% არის გაზრდილი.
გაძვირების მიზეზად ეროვნული ვალუტის კურსი და მოძველებული ქსელების აღდგენაზე გაწეული ხარჯები სახელდება, თუმცა კვლევის ავტორებს ეს არგუმენტები არადამაჯერებლად მიაჩნიათ.
- გაზის ტარიფი ბოლო 6 წელში 72% -ით გაიზარდა
ამასთან, დღეს სემეკმა დენის ტარიფის მომატებაზეც იმსჯელა და ტარიფის ცვლილება 3 თვით გადაიდო.










