LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს

დააკავეს ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი

დაპოსტა 2025/12/16-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა და 14 პირი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“.

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძის განმარტებით, მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“. დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩაატარეს.

„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში.

ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდებიც“ მონაწილეობდნენ.

ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე სეკუნდა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ

მისი განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური და შეურიგებელი ბრძოლა.

„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საზოგადოების უსაფრთხოება და დავიცვათ საქართველოს თითოეული მოქალაქე“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გაზიარება433

დაკავშირებული -პოსტები

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ
მთავარი

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელი, ნათია ჭიჭიაშვილი გარდაიცვალა კოლეგების ინფორმაციით, 40 წლის პედაგოგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ჭიჭიაშვილი საბავშვო ბაღში, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად მუშაობდა. მანამდე კი ახმეტაში აიპ...

დაწვრილებითDetails

წყალი 10 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, ხატაეთის ქ. N60-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 23:00 დან 3...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 3 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 3 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფიზიკური პირი რ. ო. საკუთარ ეზოში, კუსტარულად მოწყობილ...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – განცხადება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობელთა ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაიცვალა 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე. დიდი მწუხარებით გვსურს გაცნობოთ რომ გარდაიცვალა დიუშენით დაავადებული პაციენტი 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე, ჩვენი ორგანიზაციის მებრძოლი წევრი,...

დაწვრილებითDetails

“” გიო, ჩემო “წერტილა””-საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
“” გიო, ჩემო “წერტილა””-საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა
მთავარი

საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა გარდაცვლილი 30 წლის გიორგი გოგიშვილია, რომელიც წარმოშობით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნიდან იყო. მას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან: " გიო.ჩემო წერტილა. რა მოგივიდა ჩემო კარგო ბიჭო.რა მოხდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში ძალიან მძიმე ფაქტის მომსწრე გავხდი- რას წერს მოქალაქე

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს
მთავარი

"გუშინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტის მომსწრე გავხდი. ბათუმის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში ჩასხდომის შემდეგ, სანამ ავტობუსი დაიძვრებოდა, მძღოლი, ახალგაზრდა კაცი ეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დაუყოვნებლივ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს
მთავარი

ქუთაისში მაღაზია "რონიკო" გაქურდეს. შემთხვევა ღამით მოხდა. როგორც "მეგა ტვ"-ს აცნობეს გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე აქსესუარების მაღაზიაში არასრულწლოვნები შეიჭრნენ, მათ შესასვლელი კარის მინა ჩაამსხვირეს. მოზარდებმა 10-მდე ძვირადღირებული საათი წაიღეს. მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

“კახა კალაძე შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში, ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამოფრენას”- თბილისის მერიის პრესსამსახური

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

თბილისის მერი, კახა კალაძე აბუ-დაბიში იმყოფება და შექმნილი მდგომარეობის გამო, ამ დროისთვის, საქართველოში ჩამოფრენას ვერ ახერხებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. „თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ...

დაწვრილებითDetails

“სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის რესპუბლიკას”- მთავრობა

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"