LIVE TV
  • #266 (no title)
  • #122445 (no title)
  • #10174 (no title)
  • #22497 (no title)
  • Account
  • Account
  • Activity
  • cookie
  • HOME
  • Home 1
  • Home 2
  • Home 2
  • Home 3
  • Home 3
  • Login
  • Login
  • Logout
  • Logout
  • Members
  • Members
  • Password Reset
  • Password Reset
  • Register
  • Register
  • User
  • User
  • videotv
  • დრო მოახდენს სასწაულს – ისრაელში დაკარგული ქართველი ებრაელი გოგოს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს
  • ვებ-რეკლამა
  • ვებ-რეკლამა
  • ვებ-რეკლამა
  • ვიდეო
  • კონტაქტი
  • მთავარი გვერდი
  • პირდაპირი ეთერი
  • ფრენები
  • ჩვენ შესახებ
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შეიქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების ერთიანი ბაზა

შეიქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების ერთიანი ბაზა

დაპოსტა 2025/12/12-ში
A A
117
ნახვა
გაზიარება

ივანიშვილის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის – ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი.

დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზის შესაქმნელად ვადა 2026 წლის 1 მარტამდე აქვს.

“პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები შეიტანება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვებია შესაბამის დაწესებულებების მიერ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში” – წერია დოკუმენტში.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები მოქალაქეებზე სხვადასხვა სახის ლიცენზიების და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გაცემას უკავშირდება.

“ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის “იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა. მსგავსი სახის ლიცენზიის (ნებართვის)/უფლების ფლობა უკავშირდება მომეტებულ საფრთხეს და საჭიროებს მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან” – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილების მიხედვით, ბაზას გამოიყენებენ მართვის მოწმობის გამოცდაზე დაშვებისთვისაც.

“საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობისას სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე, შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისას, ან მართვის მოწმობის შეცვლისას ან აღდგენისას, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით უფლებამოსილი ორგანო მონაცემებს მოიპოვებს, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა) საშუალებით” – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონშიც – შშმ პირების მონაცემებიც ბაზაში განთავსდება და 91-ე მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება:

“ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში თავსდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი მონაცემები, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვებია შესაბამისი დაწესებულებების მიერ, საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში” – წერია კანონში.

გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

გაქურდეს 2 ავტომობილი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა შეკვეთილში, სხვადასხვა დროს, სპეციალური...

დაწვრილებითDetails

მათ შეეფერებათ სახელი: „უსინდისობის პატიმრები“ – შალვა პაპუაშვილი აქციებზე დაკავებულებზე

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო - დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია! -სახელმწიფოს მიდგომა მარტივია: გააცნობიერე, რაში მონაწილეობდი; აიღე პასუხისმგებლობა...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში მწყრის კვერცხის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
სამტრედიაში მწყრის კვერცხის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა
მთავარი

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ბ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი კოპიტნარი) კუთვნილი საწარმო. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი მწყრის კვერცხს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი ცისანა აბულაძე

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი ცისანა აბულაძე
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი ცისანა აბულაძე. ინფორმას სოციალურ ქსელში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელესბ და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ემერიტუსი პროფესორის ცისანა აბულაძის გარდაცვალების გამო. "ქალბატონმა ცისანამ მრავალწლიანი ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობა...

დაწვრილებითDetails

ნეაპოლში ქართველ ქალზე სექსუალურად იძალადეს – დაკავებულია 40 წლის კაცი

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

ნეაპოლში ქართველ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს ნეაპოლის Centro Direzionale-ის ტერიტორიაზე, Torre Luisa-სთან, საქართველოს მოქალაქე ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით...

დაწვრილებითDetails

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა ახალი დავალება ან საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. საღამო პირად ურთიერთობებს დაუთმეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი მოსალოდნელია, ამიტომ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. - ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. დღეს თბილისის დროით 03:28-ზე საქართველოში ქალაქი წალკადან სამხრეთ-დასავლეთით 20კმ-ში, სოფელი მამიშლარიდან 4კმ-ში მოხდა 3.4(ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

3 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 3, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგან შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს: ,,მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე პირთა საყურადღებოდ! როგორც მოგეხსენებათ, პირველი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ბარათებითაა შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილების გამო, ქალაქის ტერიტორიაზე...

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს
მთავარი

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა  შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში.“ - წერია ინფორმაციაში. გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"