Global Education Summit 2025- ის ერთ-ერთი მფლობელი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითისა და ქალაქ ბაღდათის #1 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ნუკრი კარკაძე გახდა.
Global Education Summit 2025- ის დაჯილდოების ცერემონიალი ინდოეთში გაიმართა. ჯილდო, რომელიც ბაღდათელ პედაგოგს გადაეცა, წარმოადგენს მაღალი პროფესიონალიზმის, საგანმანათლებლო სფეროში მნიშვნელოვანი წვლილისა და ინოვაციური საქმიანობის განსაკუთრებულ აღიარებას.
დაჯილდოების ცერემონიალს, მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო ექსპერტები, ორგანიზაციები და განათლების სფეროს ლიდერები შეიკრიბნენ.










