რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.










