ბრძანების მიხედვით, რომელიც 25 ნოემბერს გამოიცა, ამიერიდან პოლონეთში დასაქმებისთვის მუშაობის უფლების მისაღებად, ქართველებს სტანდარტული პროცედურების გავლა მოუწევთ.
ცნობისთვის, აქამდე საჭირო იყო მხოლოდ დამსაქმებლის მიერ სპეციალური დეკლარაციის შევსება და მისი ელექტრონულად გაგზავნა შრომის სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, გამარტივებული წესები გავრცელდება შემდეგი ქვეყნების: სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებზე. საქართველო სიიდან უკვე ამოღებულია.









