უახლესი ინფორმაციით ქუთაისში სროლის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. შემთხვევა ზვიად გამსახურდიას 2 ნომერში მოხდა. ადგილობრივთა ინფორმაციით კორპუსის ეზოში მოტოთი შეიჭრა დამნაშავე და ცეცხლი გახსნა. შსს-ში ჯერ არ აზუსტებენ თუ რა მუხლითაა აღძრული საქმე , არც სხვა დეტალებზე საუბრობენ.
მძიმე ავარია ხობში – არიან დაშავებულები
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა....









