LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

“პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

დაპოსტა 2025/11/28-ში
A A
35
ნახვა
გაზიარება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების რამდენიმე წლით შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, პროტესტის ერთწლიან პერიოდში, დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის 400-მდე საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 300-მდე მიმდინარე წელს, 100-მდე კი – 2024 წლის ბოლო 1 თვეში.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი, განსაკუთრებით მძიმე იყო ქართული კრიტიკული მედიისთვის, რომელიც ისედაც მწირი ფინანსური თუ ტექნიკური რესურსების პირობებში, საპროტესტო პროცესებს ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდა.

„ერთწლიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმების, ცრემლსადენი აირის სპრეისა და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათეულობით ჟურნალისტსა და ოპერატორს. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ დაშინებას, დამცირებასა და დისკრედიტაციას. გარდა ამისა, საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტექნიკა დაუზიანეს ან/და ჩამოართვეს არაერთ ჟურნალისტს.

ამ მხრივ, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც პირდაპირ ეთერში მომუშავე ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ე.წ. ტიტუშკები და სამართალდამცველები განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. მაგალითად, 2024 წლის მიწურულს, პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე პირდაპირ ეთერში, სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა. მას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა დასჭირდა.

საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არცერთი შემთხვევა დღემდე გამოძიებული არ არის და არც დამნაშავე პირები არიან პასუხისგებაში მიცემულნი. მსგავსი დანაშაულებისადმი სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან აშკარა გულგრილობა, ამყარებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი დანაშაულების პრევენცია, ჯეროვანი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინტერესში არ არის და ეს კანონგარეშე ქმედებები სწორედ ხელისუფლების ორგანიზებული იყო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საგანგაშო ტენდენციად იქცა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების უკანონო დაკავება, რომელთა რიცხვმაც შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მედიის 26 წარმომადგენელი დააკავეს, მათგან ნახევარზე მეტი, ბოლო 1 თვეში ადმინისტრაციული წესით – ე.წ. გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით. განსაკუთრებით საგანგაშოა 2025 წლის იანვარში, ონლაინგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი წესით უკანონოდ დაკავება და მისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯა. აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში ამაღლობელს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეერყა. უფლებადამცველების განცხადებით, მისი მხედველობა „საგანგაშო ნიშნულზეა“. ჟურნალისტების მასობრივი დაკავება და მათი ამ ფორმით დევნა „ქართული ოცნების“ იმ რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და სრულად გაქრობაა.

კიდევ ერთი მავნე ტენდენცია, რაც ერთწლიანი საპროტესტო ციკლის პერიოდში გამოვლინდა, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, მედიის წარმომადგენლების ე.წ. გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დაჯარიმებაა. ბოლო 1 წლის განმავლობაში, 40-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ერთწლიან უწყვეტ საპროტესტო ციკლში, კრიტიკული მედიისთვის შექმნილ მრავალმხრივ მტრულ გარემოს, თან სდევდა სხვადასხვა რეპრესიული კანონით მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვაც, იქნებოდა ეს კომუნიკაციების კომისიის მაკონტროლებელი როლის კიდევ უფრო გაზრდა, მათ წინააღმდეგ ე.წ. SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ) სარჩელები, თუ დაფინანსების წყაროების გადაკეტვა. სწორედ ფინანსური რესურსების სიმწირის გამო 2025 წელს მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 20-მდე რეგიონულმა მაუწყებელმა. ასევე, 2025 წლის მაისში დაიხურა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხი“. ამავე პერიოდში, არ შეწყვეტილა მმართველი გუნდის ლიდერებისა და მათი პროპაგანდისტული არხების მიერ დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის კამპანიაც. მაგალითად, 23 ნოემბერს, პროსამთავრობო „იმედმა“ ვრცელი მადისკრედიტებელი სიუჟეტი მიუძღვნა 20-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებასა და გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელს, სადაც ისინი „უცხოური სპეცსამსახურების პროპაგანდისტულ ქსელად“ წარმოაჩინა და ქვეყანაში არეულობის წახალისებასა და ღალატში დაადანაშაულა.

მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია ერთგულად დგას ხალხის სამსახურში და სრულყოფილად ახდენს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აფასებს დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის როლსა და მნიშვნელობას ქვეყნისთვის ამ რთულ ვითარებაში და მადლობას უხდის თითოეულ მათგანს დაუღალავი შრომისა და პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულებისთვის. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომლის მთავარი გარანტიც ხელისუფლების გავლენებისგან დამოუკიდებელი მედიაა. ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედია დღეს განადგურების საფრთხის წინაშეა. დამოუკიდებელი მედიის გაქრობა საბოლოოდ დაასრულებს ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას და ქვეყანას დიქტატორული მმართველობის რელსებზე გადაიყვანს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მკვლელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქე. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა...

დაწვრილებითDetails

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა . გამოცემის ცნობით, მოწამლულია კიდევ ორი პირი, რომელთა მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, მძიმეა. შემთხვევა თელავის სოფელ აკურაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე...

დაწვრილებითDetails

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაციას  მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია ადასტურებს და ამბობს, რომ ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისივე თქმით, თავდაპირველი დათვალიერებით სხეულს ძალადობის...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.  ...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორისაა საბა ჯიქია

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 20 წლის საბა ჯიქია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ე.წ. "სთორიში"...

დაწვრილებითDetails

,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა
მთავარი

საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999 ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში პოლონურ იაგელონიასთან 1:2 დამარცხდა და კონფერენსლიგის ლიგის ზონაში გადაინაცვლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იაგელონიას ფეხბურთელები ტრიბუნასთან მივიდნენ და ქომაგებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 23კმ-ში, სოფელი საღამოდან 10კმ-ში მოხდა 3.1(ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა მოულოდნელად ახალი საქმე ან შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   დღეს სიმშვიდე და...

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

დღეს მარიამობაა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
28 აგვისტოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
მთავარი

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობელი მარიამის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.   ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"