სამართალდამცავებმა საპროტესტო მარშის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 8 პირი. მსვლელობის მონაწილეების დაკავება კოტე აფხაზის ქუჩაზე დაიწყო, როდესაც ისინი გზის სავალ ნაწილზე გადასვლას ცდილობდნენ. ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ცნობით, ჯამში რვა დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის, ლუკა ხიზაძე, დათა ქაშიაშვილი, გიორგი ყურუაშვილი, ერეკლე კოპლატაძე, ლადო გამყრელიძე, ირაკლი მოდებაძე და ავთო მიქაძე.
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს
მკვლელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქე. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა...










