ქუთაისის მერია საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისათვის ტენდერს აცხადებს.(NAT250020381) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 122 250 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზება 2025 წლის 31 დეკემბერს და 2026 წლის 1 იანვრის ღამეს, ხოლო საშობაო მსვლელობა უნდა გაიმართოს 2026 წლის 7 იანვარს
- საკონცერტო სცენების მონტაჟი
- კოსტუმირებული მსახიობებით და ანიმაციური პერსონაჟები მომსახურება
- დრამერების შოუ-მსვლელობა
სახეზე მოხატვის მომსახურება
ქოხებისა, დახლებისა და სანტა კლაუსისთვის სახლის მოწყობა და ა.შ









