ერთი წელი უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან – 28 ნოემბერს, თარიღთან დაკავშირებით ქუთაისში რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმრათება.
“28 ნოემბერს ერთი წელი შესრულდება, რაც საქართველოს მრავალს საუკუნოვან მისწრაფებას, გახდეს ცივილური სამყაროს ნაწილი მოღალატეობრივი განცხადებით უპასუხა ირაკლი კობახიძემ. ათასობით ადამიანი შეიკრიბა საქართველოს ქალაქებში და გააპროტესტა კონსტიტუციის დარღვევა. მას შემდეგ ქუთაისში უწყვეტად მიმდინარეობას საპროტესტო აქციები და ერთი წლის თავზე კვლავ შევიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.










