LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა

ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა

დაპოსტა 2025/10/24-ში
A A
22
ნახვა
გაზიარება

17 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6 500 000 აშშ დოლარი – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

როგორც გვარაკიძემ აღნიშნა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა რა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება. მიუხედავად აღნიშნულისა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას, როგორც თანამდებობის პირს, გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება.

ზემოხსენებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს – 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.

გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.

პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.

ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად “, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისი 14 მიკროავტობუსსა და 34 ავტობუსს შეიძენს

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის N283 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით დამატებით, 10 000 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით...

დაწვრილებითDetails

დარღვევები გამოვლინდა რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტში

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ვნერვიულობ რომ მშვირები არიან იმ პერიოდში – უნდა იყოს თუ არა საჯარო სკოლებში უფასო კვება
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა აჭარასა და...

დაწვრილებითDetails

ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირების დ. დ-ის (ვანი, სოფელი ციხესულორი), ზ. ხ-ის (ვანი, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე),...

დაწვრილებითDetails

შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ახალი წესების ამოქმედება ნაწილობრივ გადავადდა.

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
“სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები ვერ ისარგებლებენ მცირე მეწარმის სტატუსით”-სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ ახალი კანონ პროექტი დადგინდა
მთავარი

საქართველოში შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ახალი წესების ამოქმედება ნაწილობრივ გადავადდა. მთავრობის №41 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში ახალი ნორმების მოქმედების შეჩერების ვადამ 2027 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწია. აღნიშნული გადავადება ეხება იმ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავად ავრცელებს. მათივე ცნობით, ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება....

დაწვრილებითDetails

მაღალი დარიცხვები წყლის გადასახადზე – რა გადაწყვეტილება მიიღო “სემეკმა”

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„მკაცრი რეაგირება იქნება,“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საუბარია, GWP-ს მიერ აბონენტებისთვიოს მაღალი დარიცხვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. კომისიის ცნობით,...

დაწვრილებითDetails

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
საქართველოში პურის ფქვილი ისევ გაძვირდა
ეკონომიკა

საქართველოში პურის გარკვეული სახეობები გაძვირდა. მაგალითად, გარკვეულ სუპერმარკეტში ფასის მატება აისახა დაჭრილ თეთრ პურზე, რომელიც 1.40 ღირდა და 1.45 გახდა. როგორც კონკრეტულ სუპერმარკეტის ქსელში განაცხადეს, მათ გაძვირებული პროდუქტი გუშინ დილას...

დაწვრილებითDetails

ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას “გეორგიევსკი” დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას “გეორგიევსკი” დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა
მთავარი

რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოყალიბდა , - ამის შესახებ ქვედანაყოფის მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა. „სწორედ რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945...

დაწვრილებითDetails

რა იკრძალება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
“კი ევროპას,არა რუსეთს!”- ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მეორე/ 7 კლასის მოსწავლეები დღეს საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრებიან
მთავარი

სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება - სპეციალური მონიშვნების მქონე არეალებში 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება. ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. „არასრულწლოვანების უსაფრთხოებასთან...

დაწვრილებითDetails

“თურმე „დიფ-სტეიტის“ და საფრანგეთის აგენტი ვყოფილვარ, „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი – როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავშირება!|

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ჩვენი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი ამ მოკლე პერიოდში | ღარიბაშვილი
მთავარი

თავი დაანებეთ ჩემს წინააღმდეგ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს! , - ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თავის წერილში ხელისუფლების წარმომადგენლებს და აცხადებს, რომ ხალხმა იცის ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"