ქალბატონი მასწავლებელი იყო და შესაბამისად კარგად იცნობდა ყველა, არ ჰყავდა ნათესავები, არ იყო გათხოვილი, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. თითქმის ათეული წელია არავის უნახავს, არც არავის მოუკითხავს. ბანკის ანგარიშზე ბოლო ოპერაცია 9 წლის წინ, 2016 წლით თარიღდება. ამ წლების განმავლობაში მას დაუგროვდა კომუნალური და სხვა სახელმწიფო გადასახადები, თითქმის 40 000 ევროს

ოდენობით, ამიტომ სახელმწიფომ სახლი აუქციონზე გაიტანა გასაყიდად, სწორედ პოლიციამ და აღმასრულებელმა ნახეს გარდაცვილი, როდესაც კარი ძალით გააღეს.
წინასწარი ვარაუდით სიკვდილი ბუნებრივად დადგა, რადგან კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი და ბინაც მოწესრიგებულია.