LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურაში ბრიფინგი მიმდინარეობს

გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავეს

დაპოსტა 2025/10/22-ში
A A
129
ნახვა
გაზიარება

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის, კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი, ხოლო ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის – გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ბოლო დღეების განმავლობაში, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა. რა დროსაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან – გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის – კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი. ხოლო, ყოფილ მთავარ პროკურორთან – ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის – მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

აღნიშნულ საქმეზე, ჩვენს მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – კობა ხუნდაძე.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.

შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 319 300 აშშ დოლარი.

აღნიშნული ქმედებებით, 2017-2025 წლებში, ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.

დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით”, – აცხადებს ის.

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

“ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა” – ირაკლი კუპრაძე

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
“ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს” – ირაკლი კუპრაძე
მთავარი

ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა - თუ შეეზღუდება უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს, ეს იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

“ირანი მზად არის შეთანხმების დასადებად, თუმცა პირობები ჯერ საკმარისად კარგი არ არის” – ტრამპი

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მ ირანის ხარგის კუნძულზე ნავთობის ექსპორტის ცენტრს დაარტყა. ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმებმა კუნძულის დიდი ნაწილი „სრულიად გაანადგურა“ და რომ დარტყმები შემდგომშიც გაგრძელდება....

დაწვრილებითDetails

ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სამწუხარო  ინფორმაციას ავრცელებს. ,,დიდი ტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩემი აღმზრდელი დეიდა, ჩემი მეორე დედა, ლია. პანაშვიდი გაიმართება კვირას და ორშაბათს. მისამართი: ონიაშვილის 18",- წერს მომღერალი.

დაწვრილებითDetails

შედეგები საგანგაშოა… – ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
შედეგები საგანგაშოა… – ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს
მთავარი

ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია საკვები დანამატების შესახებ წერს. „არის თუ არა დანამატების მიღება უსაფრთხო? საკვების დანამატების ბაზარი არცერთ ქვეყანაში არ რეგულირდება სახელმწიფო სტრუქტურებიდან ისე როგორც ეს ხდება მედიკამენტებთან მიმართებაში, აქედან...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, 12 მარტს გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სანაგირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი თეოდოსი (მძელური). მონაზონი თეოდოსი სანაგირის მამათა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია – ვითარება სტიქიის ზონაში

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სტიქიიდან მეოთხე დღეს, დამეწყრილ სოფელ კურსებში მუშაობას განაგრძობენ სპეციალისტები, სწორედ მათ რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით. მეწყრული პროცესები აქტიურია, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს. უსაფრთხოების მიზნით...

დაწვრილებითDetails

ძლიერი ქარი, ზოგან თოვლი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

დღეს, 15 მარტს, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე...

დაწვრილებითDetails

ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა… – ახმეტაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
ოკრიბასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, აალება სახურავიდან დაიწყო და მეორე სართულზე გავრცელდა. ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც შედუღების სამუშაოებს ასრულებდა. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ...

დაწვრილებითDetails

დღეს რაგბი ევროპის ფინალში „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ფინალური მატჩი მადრიდში, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა. ბორჯღალოსნების 23-კაციანი შემადგენლობა რაგბი ევროპის ფინალში,...

დაწვრილებითDetails

იტალია მოქალაქეობის მიღების წესებს ცვლის

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
იტალია მოქალაქეობის მიღების წესებს ცვლის
მთავარი

იტალიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს მოქალაქეობის მიღების უფლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური წარმოშობის არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ. CNN-ის ინფორმაციით, იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს მთავრობის პოზიციას 2025 წლის სადავო კანონთან დაკავშირებით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"