“ „ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემა სულ მცირე 25 საინფორმაციო სააგენტოსგან შედგება, რომლებიც პარტიასთან პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. აღნიშნული მედიასაშუალებები სისტემატურად იღებენ ორგანიზებულ ფინანსურ მხარდაჭერას ორი პარალელური არხით: „ქართული ოცნების“ პირდაპირი რეგულარული დაფინანსებითა და სახელმწიფოს საბიუჯეტო რესურსებით.
ანტიკორუფციულ ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების მიხედვით, 2019-2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ ონლაინ მედიის 22 კომპანიას/ორგანიზაციას ჯამში 1,503,708 ლარი გადაუხადა. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედია სააგენტოები საბიუჯეტო შემოსავლებს ძირითადად გამარტივებული შესყიდვების გზით იღებდნენ.
2019-2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1,159 შეადგინა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 4.3 მილიონამდე ლარს გაუტოლდა. ამ კომპანიების/ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო უწყებებთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების მიხედვით, დაფინანსების ძირითად წყაროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა (46%) და სახელმწიფო ბიუჯეტები (33%) წარმოადგენდა.
დაფინანსებული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია მმართველი პარტიის ნარატივებთან. ისინი ტირაჟირებენ „ქართული ოცნების“ გზავნილებს, ამზადებენ ან ავრცელებენ პროპაგანდისტულ კონტენტს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ორგანიზებულად მონაწილეობენ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში. დამოუკიდებელი ონლაინ მედიის შეზღუდვის პირობებში, ლოიალური მედიასაშუალებების დაფინანსების თანმიმდევრული სქემის გამოყენება მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის პოლიტიკური გაერთიანების მიერ კონტროლირებული სააგენტოებით ჩანაცვლებაა.
კასპში, მდინარე ქსანში ოც წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი მდინარის ფსკერზე ქვიშისა და ხრეშის მოპოვების შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრმა ორმოა. არსებული ცნობებით, ახალგაზრდა სოფელში...
სამტრედიაში მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეასკდა - არის მსხვერპლი სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი შეასკდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ...
ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად...
ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა - ინფორმაციას ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა ავრცელებს. ,, საამაყო წარმატება სპორტულ აკრობატიკაში! სიხარულითა და დიდი სიამაყით გვინდა მივულოცოთ ჩვენი სკოლის VIII ბ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს. დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი...
ტრაგედიით დასრულებული შვებულება საქართველოში: რატომ გარდაიცვალა 23 წლის კრისტინა სტანიენე თავის 23 წლის შვილთან, კრისტუპასთან ერთად საქართველოში ერთი კვირით დასასვენებლად და ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად გაემგზავრა. თუმცა, მოგზაურობის მეორე დღესვე ახალგაზრდის...
12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის (ავლაბარში მდებარე) ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და...
ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა. გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა თელავის ხევმა კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი მთლიანად დატბორა. დატბორილია საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები, დაზიანებულია...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ივლისს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...