LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2020/03/06-ში
A A
62
ნახვა
გაზიარება

ახალი ამბების სამსახურის თანამშრომელთა დიდი ნაწილი განცხადებას ავრცელებს: “საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძის დანიშვნამ რამდენიმეთვიანი კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. ახალი ამბების სამსახურიდან უსამართლოდ და სარედაქციო პოლიტიკის საბოლოოდ შეცვლის მიზნით, მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის გათავისუფლების ფონზე, ჩვენთვის მიუღებელია მოვალეობის შემსრულებლად არაკომპეტენტური პირის დანიშვნა.

ამასთან, მისი შეხედულებები უმცირესობებთან დაკავშირებით, სექსისტური და დისკრიმინაციული განცხადებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის ეთიკურ სტანდარტს. მაუწყებlის დირექტორის ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ იგი არ იზიარებს ახალი ამბების გუნდის სულისკვეთებას და არ სურს ვითარების განმუხტვის მიზნით, დროებით, მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნოს ჩვენ მიერ შეთავაზებული ანალიტიკური გუნდის გამოცდილი რედაქტორები.

ბოლო საკადრო გადაწყვეტილებებისას, დირექტორმა ახალი ამბების უფროსთან (რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლა) შეთანხმების გარეშე რედაქტორის პოზიციაზე დანიშნა ფირუზ ბოლქვაძე. ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი არ იზიარებდა გუნდის ერთსულოვნებას და არასდროს გამოირჩეოდა მგრძნობელობით მიმდინარე პროცესებში ღირებულებითი საკითხების მიმართ. ამ შეთავაზების მიღებით კი იგი ფაქტობრივად დაეთანხმა მენეჯმენტის უსამართლო გადაწყვეტილებებს.

კიდევ ერთი გარემოება ახალი ამბების სამსახურის უფროსის კონსულტანტს უკავშირდება. ეს პოზიცია დირექტორმა ლალი ბერძენიშვილს ჩააბარა და გიორგი აბაზაძეს დამხმარედ დაუნიშნა (კონსულტანტი ამბობს, რომ არ არის პასუხისმგებელი შინაარსზე).

ცნობისთვის, დირექტორი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ამტკიცებდა, რომ ახალი ამბების უფროსს მოადგილე (დამხმარე) არ სჭირდებოდა. ამ გადაწყვეტილებამ კი კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა, რომ გიორგი კოხრეიძის და მისი მხარდამჭერი მრჩევლების მთავარი მიზანი კონკრეტული ადამიანის, მაია მერკვილაძის რედაქციიდან ჩამოშორება იყო.

უნდობლობის, ცინიზმისა და არაკვალიფიციური ხელმძღვანელების პირობებში ახალი ამბების დაგეგმვა და მომზადება ან მაყურებლის წინაშე პასუხისმგებლობის აღება ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია. ამ პროცესს უკვე გამოეხმაურა ევროპის საბჭო, მანამდე კი „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე,“ ჩვენ გვაქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც ღიად აფიქსირებენ, რომ მიმდინარე პროცესი საფრთხეს უქმნის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ამასთან, ყველასთვის ცნობილია, როგორ აირჩიეს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ, სასამართლოს იარაღად გამოყენების შედეგად, გიორგი კოხრეიძე „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა. ცნობილია, რომ სწორედ ამის შემდეგ გახდა ნათია ზოიძე ზეწოლის და დევნის მსხვერპლი. ამას მოჰყვა რედაქტორის ნათია შავაძის შეთავაზების გარეშე გათავისუფლება, შემდეგ მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება, მიუღებელი პოლიტიკის გამო ნინო ხოზრევანიძის სამსახურიდან წასვლა და ახალი ამბების უფროსის შორენა ღლონტის დისციპლინური დევნის საფუძველზე, რედაქციიდან ჩამოშორება. ქრონოლოგია და ფაქტები დღითიდღე გვარწმუნებს, რომ საბოლოო შედეგი იქნება ახალი ამბების შინაარსის შეცვლა და ცენზურა, რაც დირექტორის პირველივე საჯარო განცხადებებიდან იკვეთებოდა. მივმართავთ მენეჯმენტს და მრჩეველთა საბჭოს აიღონ პასუხისმგებლობა შექმნილ მძიმე ვითარებაზე და გადადგან ადეკვატური ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იქნება კიდევ უფრო მეტი გათავისუფლებული, ან სამსახურიდან იძულებით წასული ადამიანი, დაშლილი წარმატებული გუნდი და მხოლოდ დირექტორის და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მრჩევლების მხარდაჭერილი კადრებით შექმნილი შინაარსი. მივმართავთ, აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის დეპუტატებს აიღომ პასუხისმგებლობა მათ მიერ მიღებული გადაწყეტილებების შედეგებზე და პატივი სცენ” – წერია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაწუყებლის ახალ ამბებში კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც დირექტორის გადაწყვეტილებით ჯერ გაუქმდა ახალი ამბების უფროსის მოადგილის შტატი, შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს საინფორმაციოს უფროსი.  ახალ ამბებში არ დარჩა პასუხისმგებელი პირი, რომელიც ნიუსრუმს ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე საინფორმაციო სამსახურის გადაცემებს დაგეგმავდა.

ახალი ამბები ითხოვდა, რომ მოქმედი რედაქტორებიდან დანიშნულიყო მოვალების შემსრულებელი, რაზეც უარი მიიღეს. პარალელურად მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი გაფიცვისთვის ემზადება.

 

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს
მთავარი

მედია “აპრილის” ინფორმაციით, დააჯარიმეს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვის საფუძვლით სამართალდარღვევის ოქმი ჟურნალისტს 4 აპერილს შეუდგინა.   როგორც “აპრილში” აცხადებენ, ღოღობერიძემ ოქმი წერილობით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა
მთავარი

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაკა სულაძე წერს. "ასეთი სურათია ახლა ქუთაისი-ალპანის გზის მონაკვეთზე. ასე ,,უფრთხილდება" კორუფცია და გაუმძაძღრობა ყოველი ჩვენგანის სიცოცხლეს. ოფურჩხეთის და ჟონეთის კარიერებიდან ,,მეტისმეტად...

დაწვრილებითDetails

როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი საზაფხულო ბაღში – ინფორმაცია მშობლებისთვის

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

წელს თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. საზაფხულო ბაღები 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების...

დაწვრილებითDetails

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს
მთავარი

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ქუთაისის 1-2 ივნისს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. გთავაზოვთ განრიგს:  1 ივნისი  12 :00 სთ. -20:00სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ)...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ქობულეთი-ბათუმის გზაზე გარდაცვლილი ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

წუხელ ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და "მერსედესის" მარკის სატვირთო ავტომობილების გადამზიდი შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაღუპული...

დაწვრილებითDetails

ავარიას ქობულეთი-ბათუმის გზაზე ახალგაზრდა მამაკის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

წუხელ ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და "მერსედესის" მარკის სატვირთო ავტომობილების გადამზიდი შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაღუპული დახვდათ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

ატესტატების მისაღებად განცხადებების მიღების დაწყების თარიღი ცნობილია

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ატესტატების მისაღებად განცხადებების მიღების დაწყების თარიღი ცნობილია
მთავარი

სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატების მისაღებად განცხადებების მიღება 23 ივნისიდან დაიწყება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დღეს, 29 მაისს განმარტავს იმ პროცედურებსაც, რომლებიც ატესტატის ასაღებად უნდა დაიცვათ: სად ხდება ატესტატის აღება?...

დაწვრილებითDetails

მანქანებით დატვირთული სატვირთო გზიდან გადავარდა

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
მანქანებით დატვირთული სატვირთო გზიდან გადავარდა
მთავარი

ბათუმი - თბილისის გზა, მანქანებით დატვირთული სატვირთო გზიდან გადავარდა - ინფორმაციას "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს. მათი ცნობით საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

დაწვრილებითDetails

სასიხარულო ინფორმაცია კვარას შესახებ

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ხვიჩა ყველაზე ამაღელვებელი მოთამაშეა… – „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი
მთავარი

ფრანგული მედია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და მისი ჯანმრთელობა იდეალურ მდგომარეობაშია. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა საფრანგეთის თასის ფინალი გამოტოვა. ის ძირითად შემადგენლობაში...

დაწვრილებითDetails

რა უნდა ვიცოდეთ ყირიმ-კონგოს ვირუსზე და როგორ ვიმკურნალოთ

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ყირიმ-კონგოს ცხელებით 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა
მთავარი

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. პირველად ამ დაავადების დიაგნოსტირება, საქართველოში რამდენიმე წლის წინ მოხდა. დაავადების გამომწვევი ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"