„ქუთაისში ვიწყებთ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას. მათ შორისაა ისტორიული შენობების რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება პროექტზე მუშაობა და შემდგომ განხორციელება. ასევე, ქუთაისს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის სახით, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. რამდენიმე დღეში დაიწყება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქუთაისის ცენტრალური ბიბლიოთეკის ისტორიული შენობის აღდგენაც,“ – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქუთაისში, ისტორიული ქუჩებისა და შენობების დათვალიერების შემდეგ
ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა
ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა - ინფორმაციას ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლა ავრცელებს: "ჩვენი სამუსიკო სკოლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა-თბილისის კონსერვატორიიდან საჩუქრად გადმოგვეცა საკონცერტო როიალი,...










