“ლელო – ძლიერი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე მიქაუტაძემ პარტია დატოვა.
როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა მას თბილისიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას დროებით უჩერებდნენ, რის შემდეგადაც მან აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
დამირეკეს და მითხრეს რომ ჩემი უფლებამოსილება შეჩერდა, არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად ბოლო წვეთი გახდა , არჩევნებში შესვლა არ შესვლის საკითხი , განსხავვებული პოზიცია მქონდა , ამაზე გვიკამათია , გვითქვამს რომ პროცესში შესვლა ზიანს მოგვაყენებდა და ეს ვერ იქნებოდა გამართლებული, ვერც რაციონალურად ვერც მორალურად , ყველამ იცის მოვლენათა განვითარების შესახებ, როგორ წარიმართა პროცესები, პარტაიმ მიიღო გარკვეული მხარდაჭერა, თუმცა მახრდაჭერაზე საუბრისას ლიდერები აღნიშნავენ რომ კარგი იქნებოდა ყოფილიყო აბსოლიტურად სხვა შედეგი, მადლობას უხდიან მახრდაჭერებს, მაგრამ აქეთ მიმდინარეობს, რაღაც ადამიანების დამუნათება. .. რომლებმაც ვერ მოახერხეს კონკრეტულ უბნებზე კონკტრეტული შედეგის უზრუნველყოფა პარტიისათვის , აღნიშნულმა გამოიწვია ჩემი და ჩემი არაერთი კოლეგის წინააღმდეგობა პარტიის ხელმძღვანელობასთან, საქმე არ ეხება პარტიის დამფუძნებლებს , თუმცა მაღალი პარტიული თანამდებობის პირები აღნიშნულ საკითხებს სხვაგვარად უყურებენ და რაღაც “საჯარიმოში ჩამაყენეს” და კატეგორიულად მომთხოვეს რომ თბილისში ჩავიდე და რაღაც ისეთი განწყობა მქონდეს მობოდიშებისკენ , არამც და არამც და რატომ იფიქრეს რომ პარტიული თანამდებობა არის ის რის გამოც გავვარდები და ვიღაცას ფეხებში ჩავუვარდები.. აღნიშნა ალექსანდრე მიქაუტაძემ.








