გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი ნინო გელენიძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვეყნებს.
“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნინო გელენიძის გარდაცვალების გამო.
ნინო გელენიძე 1985 წლიდან მოღვაწეობდა განათლების სფეროში. იყო პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის მასწავლებელი, შემდეგ უფროსი მასწავლებელი და დოცენტი.
წლების განმავლობაში ნინო გელენიძე ხელმძღვანელობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პედაგოგიურ პრაქტიკას ფილოლოგიის, პედაგოგიურ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე, მიჰყავდა არაერთი სალექციო კურსი, ეწეოდა აქტიურ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.