თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი დაჭრეს
თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ, დაშავებულები მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური პრესის სააგენტო (PAP) ავრცელებს.
PAP-ის ცნობით, შემთხვევა ოთხშაბათს, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (Frontex) ერთობლივად ორგანიზებული დაბრუნების ოპერაციის შემდეგ მოხდა. ოფიცრებს თავს, სავარაუდოდ, ხელკეტებითა და დანით დაესხნენ.
სასაზღვრო დაცვის მთავარსარდლის, ლეიტენანტ-პოლკოვნიკის, ანდჟეი იუჟვიაკის პრესმდივნის განცხადებით პოლონელ ოფიცრებს ოპერაცია დასჭირდათ.
სასაზღვრო დაცვის თანამშრომელთა ჯგუფს თავს დაესხნენ თბილისში. ამ ინციდენტის შედეგად, ჩვენი ორი ოფიცერი თავის სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, მეორეს კი უტარდება,” – განაცხადა სასაზღვრო დაცვის წარმომადგენელმა.
მანვე აღნიშნა, რომ ყველა ოფიცერი საკონსულო დაცვის, დაშავებულები კი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა.
სასაზღვრო დაცვის წარმომადგენელის თქმით, დაბრუნების ოპერაციაში მონაწილეობდნენ ქართველები და პაკისტანელები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ პოლონეთი.
მომხდარზე გამოძიებას ადგილობრივი პოლიცია აწარმოებს.