ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა უკვე დაიწყო.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, ოლქში არსებული 77-ვე საარჩევნო უბანი გახსნილია და ხმის მიცემის პროცედურები დაწყებულია.
ქუთაისში სულ 153 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ქალაქის მერობისთვის სამი კანდიდატი “იბრძვის”. “ქართული ოცნებიდან” – დავით ერემეიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან – პაატა ზაქარეიშვილი და პარტია “საქართველოდან”- გიორგი ამაღლობელი.
საქართველოს მოქალაქეები დღეს 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევენ.
ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.