LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო

x

” მხოლოდ ის შეძლებს იყოს ქრისტიანი, ვინც თავის ჯვარს აიღებს და ქრისტეს შეუდგება ” – მეუფე შიო

დაპოსტა 2025/09/27-ში
A A
34
ნახვა
გაზიარება

მხოლოდ ის შეძლებს იყოს ქრისტიანი, ვინც თავის ჯვარს აიღებს და ქრისტეს შეუდგება. ეს ჯვარი არის ღვთისა და ადამიანის თავგანწირული სიყვარულის ჯვარი, რადგან სხვანაირი სიყვარული არც არსებობს, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ თავგანწირვას გულისხმობს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა.

ქადაგებისას მეუფე შიომ სოხუმის დაცემის დღეზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ დევნილები სახლში დაბრუნდებიან, საქართველო კი გამთლიანდება.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს. ასევე, გილოცავთ წმინდა დიდი მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჯვრის მნიშვნელობაზე. როდესაც წმინდა ჯვარს თაყვანსა ვცემთ, ამით თვით ღმერთსა ვცემთ თაყვანს, რადგან ჯვარი არის თვით ღმერთის, ყოვლადწმინდა სამების ნიშანი და სიმბოლო. ამაზე მეტყველებენ ჩვენი საეკლესიო ლოცვები და საგალობლები, სადაც ნათქვამია, რომ ჯვარი არის სამგვამოვანი ღმერთის ხატი.

მაშასადამე, როდესაც ლოცვებში წმინდა ჯვარს მივმართავთ, ჩვენ მივმართავთ მას, როგორც წმინდა სამების სიმბოლოს და ნიშანს.

რატომ არის ასე? – იმიტომ, რომ ღმერთი არის სიყვარული, ყოვლადწმინდა სამება არის მამა ღმერთის სიყვარული ძე ღმერთისადმი, მამა ღმერთისა და ძე ღმერთის სიყვარული სულიწმინდა ღმერთისადმი, ეს არის ერთ ღმერთში სამი ჰიპოსტასის ურთიერთსიყვარული.

ამ საღვთო სიყვარულით შექმნილ სამყაროში მამა ღმერთი აგზავნის თავის მხოლოდშობილ ძეს, ძე ღმერთს, რომელიც ცხოვრობს ამ დედამიწაზე, როგორც ადამიანი, როგორც ძე ღმერთი და ცხოვრობს ისეთი ცხოვრებით, რომელიც ცხადად წარმოაჩენს ღმერთის სიყვარულს კაცობრიობისა და ყოველი ადამიანისადმი. მან სრულად შესწირა თავისი თავი ადამიანის მსახურებას, ადამიანისა და ღმერთის სიყვარულს. სწორედ ამიტომ არის ჯვარი ასეთი ცხადი ნიშანი საღვთო სიყვარულისა. ამიტომ, როდესაც თაყვანსა ვცემთ წმინდა ჯვარს, ხეს ან ფიცარს კი არ ვეთაყვანებით, არამედ – თვით ყოვლადწმინდა სამებას, ღმერთს, რომელიც არის სიყვარული.

უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა მცნება, რომ ავიღოთ ჩვენი ჯვარი და ასე ვიაროთ ამ ცხოვრებაში. ე. ი. მხოლოდ ის შეძლებს იყოს ქრისტიანი, ვინც თავის ჯვარს აიღებს და ქრისტეს შეუდგება. ეს ჯვარი არის სიყვარულის ჯვარი, ძმებო და დებო, ღვთისა და ადამიანის თავგანწირული სიყვარულის ჯვარი, რადგან სხვანაირი სიყვარული არც არსებობს, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ თავგანწირვას გულისხმობს. სიყვარულის აზრი და მთელი სიხარული მისი მდგომარეობს ამ თავგანწირვაში. სწორედ ასეთი უნდა იყოს ჩვენი სიყვარული ღვთისა და ადამიანისადმი; სწორედ ასეთი სიყვარულით შეიძლება ვცხონდეთ; მხოლოდ ასეთი სიყვარულით შეიძლება ჩვენი ჯვარი ავიღოთ და ვიაროთ ამ ცხოვრების გზაზე.

წმინდა ჯვარს აქვს დიდი ძალა. უფალმა ინება, რომ ჯვრიდან მოგვცეს საღვთო ძალა. როდესაც წმინდა ჯვარს ვემთხვევით, ჩვენ გვეძლევა უფლისგან ეს ძალა, რომელიც გვაძლიერებს, გვეხმარება ამ ცხოვრებაში, ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში, გვეხმარება ღვთისა და ადამიანისადმი სიყვარულში. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და ვიცოდეთ. ამიტომ დღეს, როდესაც ვეამბორებით წმინდა ჯვარს, ვემთხვიოთ მას ამ განწყობით, დიდი მოწიწებით, ღვთისადმი მადლიერებით და იმ საღვთო ძალის რწმენით, რომელიც გვეძლევა ჯვრიდან და რომელიც გვაძლიერებს და გვაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, თქვენ იცით, რომ ჯვართამაღლებას დაემთხვა ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს შესრულდა 32 წელი სოხუმის დაცემიდან. ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ, საშინელ ომს, რომელსაც მოჰყვა ათი ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი, ასობით ათასი ადამიანის განდევნა თავისი მიწა-წყლიდან, სახლებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია, ანუ ეთნიკური ნიშნით მოხდა მათი განდევნა.

დღეს გადავიხდით პანაშვიდს, სადაც მოვიხსენებთ დაღუპულთა სულებს, როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ასევე ცხინვალის რეგიონში დაღუპულებსაც, ჩვენს ძმებს და დებს.

იმედი გვაქვს, რომ ჯვრის ძალით და მადლით მოხდება ჩვენი დევნილების სახლებში დაბრუნება, აღდგება ის საუკუნოვანი ძმობა ჩვენსა და აფხაზებსა და ოსებს შორის და მოვესწრებით გამთლიანებულ და გაძლიერებულ საქართველოს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვართამაღლებას. ჯვრის ძალა და მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ.“- ნათქვამია ქადაგებაში.

 

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ – საკრებულოში სიტყვის გამოსვლისთვის მისული შუქრუთის პროტესტის მონაწილე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ – საკრებულოში სიტყვის გამოსვლისთვის მისული შუქრუთის პროტესტის მონაწილე გარდაიცვალა
მთავარი

გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ - საკრებულოში სიტყვის გამოსვლისთვის მისული შუქრუთის პროტესტის მონაწილე გარდაიცვალა - ინფორმაციას ნოდარ ჩაჩანიძე ავრცელებს. "ძალიან მძიმე ამბავი მოხდა გუშინ ჭიათურაში... სოფელ შუქრუთიდან რამდენიმე ადამიანი...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან პენსია იზრდება

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
დღეიდან “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზე არის ორიენტირებული. „ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია 3%, ბიუჯეტის დეფიციტი 2,5 და მთავრობის ვალი 31,6, რაც სამეზობლოში და ევროპაშიც...

დაწვრილებითDetails

რუსი კაცი, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღიან პატიმრობაში გაუშვეს – მას ქვეყნიდანაც გააძევებენ

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
რა დეტალები ხდება ცნობილი რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
მთავარი

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 15 დღიან პატიმრობაში გაუშვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ციხის დატოვების შემდეგ  ალექსანდრე პოპოვს ქვეყნოდან გააძევებენ. თბილისში რამდენიმე საათის წინ დააკავეს რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ეროვნული ბანკი ხსნის თუ რატომ მკაცდება სესხების გაცემის წესი

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
ეკონომიკა

ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესის ცვლილებას უკანასკნელ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით ხსნის. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
თბილისში ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა  ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელწმიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ. -ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა) კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო შეამოწმეს და...

დაწვრილებითDetails

რა დეტალები ხდება ცნობილი რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
რა დეტალები ხდება ცნობილი რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
მთავარი

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, სასამართლოს წინაშე დაახლოებით ერთი საათსის წინაშე წარსდგება. პროცესზე მივა თეონა გოლაძე, ქალი რომელმაც ვიდეო-კადრები გადაიღო. ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების გამო ალექსანდრე პოპოვს...

დაწვრილებითDetails

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მთავარი

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომის და ზუგდიდის მცხოვრებლები, რომლებიც ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, მგზავრობის საფასურს  თიბისის ბარათებით  გადაიხდიან,...

დაწვრილებითDetails

სესხების გაცემის წესი მკაცრდება

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება
ეკონომიკა

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, იცვლება სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) განსაზღვრისას გამოყენებული შემოსავლის ზღვარი. დღეს მოქმედი წესით, სესხის მომსახურების...

დაწვრილებითDetails

“მინგრევენ ცხოვრებას” – რა თქვა სასამართლოში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა?

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
“მინგრევენ ცხოვრებას” – რა თქვა სასამართლოში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა?
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი შველიძეს თელავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა შველიძემ სიტყვის უფლებით ისარგებლა. ის ბრალს არ აღიარებს და...

დაწვრილებითDetails

ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
ბათუმში მე-16 სართულიდან ლიფტის მოწყვეტას მსხვერპლი მოჰყვა
მთავარი

სანზონაში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად დაშავებული 6 პირიდან ნაწილი სახლში გაწერეს - მათ მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობა აღენიშნებათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილს გადარჩენილები ორ კლინიკაში გადაანაწილა. "ყველანი გაწერილია, არცერთთან არ იყო სერიოზული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"