LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა

დაპოსტა 2020/03/04-ში
A A
181
ნახვა
გაზიარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დეტალური რეკომენდაციებით მიმართავს.

ზახაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ადამიანები, რომელთაც იზოლაციაში ყოფნა განესაზღვრებათ, სახლში დამოუკიდებელ ოთახში უნდა განთავსდნენ და ოჯახის წევრებთან კონტაქტი და საერთო საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენება მაქსიმალურად შეზღუდონ.

მისივე შეფასებით, ვირუსთან დაკავშირებით გარკვეული წესების დაცვას ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

„ამ პერიოდში თვითიზოლაცია და იზოლაცია ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იმისთვის, რომ მოხდეს ინფექციის შემდგომი გავრცელების შეკავება. წესები შედგება 11 პუნქტისგან, რომლის დაცვაც არაა სირთულე. ვფიქრობ, რომ ადამიანებს არ შეუქმნის დამატებით დისკომფორტს. მოგება, ბენეფიტი ამ წესების დაცვისგან იქნება წარმოუდგენლად დიდი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც განესაზღვრება, რომ ისინი უნდა იყვნენ თვითიზოლაციის მდგომარეობაში და ასეთები არიან ინფექციის მაღალი გავრცელების არეალებიდან დაბრუნებული ადამიანები, ასევე დადასტურებულ შემთხვევასთან ახლოკონტაქტირებული პირები, ჩამოსვლიდან ან ამ კონტაქტიდან შემდგომი 14 დღის განმავლობაში. რასაც ვურჩევთ ასეთ ადამიანებს ეს არის:

პირველი წესი – დარჩით სახლში. ასეთი ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში, არ უნდა იარონ სკოლებში, სამსახურში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, არ უნდა მოახდინონ გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თუ შესაძლებელია, 14 დღის განმავლობაში, ის საჭიროებები, რაც გვიდგება ხოლმე, მაგალითისთვის საყიდლები, დაიკმაყოფილონ სხვა ადამიანების დახმარებით, ან ინტერნეტშეკვეთებით და მიუთითონ, რომ მათთვის განკუთვნილი საგნები დარჩეს მათ კარებთან.

მეორე წესი – შეზღუდონ კონტაქტები მათთან ერთად მცხოვრებ ადამიანებთან. თუ ერთ ბინაში ცხოვრობს რამდენიმე ადამიანი, ამ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს თვითიზოლაციაში, უნდა იყოს განცალკევებულ საძინებელში და ეცადოს, რაც შეიძლება იშვიათად გამოდიოდეს ოთახიდან. საერთო სივრცეების გაზიარებისას უნდა ეცადოს, რომ ამ სირცეებში შეხება და ოჯახის წევრებთან შეხვედრა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და თუ მაინც ხდება შეხვედრა, გამოიყენოს ნიღაბი. თუ ასეთ ადამიანს, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება, ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, რაიმე სხვა მიზეზით, ის აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს იმ ექიმს, ვისთანაც აპირებს ვიზიტს, გააფრთხილოს მოგზაურობის ისტორიის შესახებ, რათა კარგად დაიგეგმოს მისი ვიზიტი. იქ მისვლისას გამოიყენოს ნიღაბი.

მეოთხე რჩევა არის ის, რომ მითითების შესაბამისად, გამოიყენოს ნიღაბი.

რჩევა ხუთი – ხველისა და ცემინების ეტიკეტი. ცხვირზე აიფარონ ერთჯერადი ცხვირსახოცი და გამოყენების შემდეგ მაშინვე უნდა გადააგდონ უსაფრთხოდ.

რჩევა ექვსი – ცემინების, ხველის, ხელის დაბინძურების საკვების მიღების, ტუალეტის გამოყენების შემდეგ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.

რჩევა შვიდი – არ გამოიყენონ საზიარო საყოფაცხოვრებო საგნები სხვა ადამიანებთან ერთად. თვითიზოლაციაში მყოფს უნდა ჰქონდეს თავისთვის გამოყოფილი თეფში, ჭიქა, ჩანგალი, კოვზი და ა.შ. მათ გარეცხვა უნდა მოხდეს განცალკევებით.

რჩევა რვა – დააკვირდნენ თავიანთ ჯანმრთელობასა და სიმპტომებს. თუ შეიმჩნევა გაუარესება, აქვთ ტემპერატურა მომატებული, გაუჩნდებათ ხველა ან სუნთქვის გაძნელება, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირებს.

რჩევა ცხრა – ნუ მიიღებთ ამ პერიოდში სტუმრებს. უცხო ადამიანების სტუმრობისგან შეიკავეთ თავი.

რჩევა ათი – რაც შეეხება შინაურ ცხოველებს, თუ გყავთ ასეთი ცხოველები, ეცადეთ, რომ მათთან კონტაქტი შეზღუდოთ. თუ იძულებული ხართ, რომ გქონდეთ კონტაქტი, დაიბანეთ ხელი კონტაქტს შემდეგ.

რჩევა თერთმეტი – ნარჩენებს შეეხება, გამოყენებული ხელსახოცები და ნიღბები უნდა მოთავსდეს ცელოფნის პარკში, შევსების შემთხვევაში პარკს გადაეკვრება თავი, მოთავსდება განმეორებით მეორე პარკში, ამასაც გადაეკვრება თავი და ამის შემდეგ შეიძლება განადგურებულ იქნას საერთო საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად და ასეთი ნარჩენების პარკში არ მოათავსოთ საკვების ნარჩენები“,- განაცხადა ზახაშვილმა.

გაზიარება83

დაკავშირებული -პოსტები

როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...

დაწვრილებითDetails

ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან
მთავარი

საქართველო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ქვეყანაში არაერთი ადგილია, სადაც ვიზიტორები იშვიათად ხვდებიან. თუ გსურთ ბუნებისა და ისტორიის აღმოჩენა ტურისტული ხალხმრავლობის გარეშე, ეს ადგილები ნამდვილად დაგაინტერესებთ. ტობავარჩხილის ტბები...

დაწვრილებითDetails

რეკორდული სიცხე ევროპაში – დაღუპულთა რაოდენობამ 3500-ზე მეტს მიაღწია

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

ყველაზე იღბლიანი თარიღები 2026 წლის ივლისში

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა იღბლიანი – ნახეთ იღბლის 5 გასაღები
მთავარი

2026 წლის ივლისის ყველაზე ცუდი თარიღები უკვე დავასახელეთ. ამჯერად ასტროლოგები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ გარკვეულ თარიღებს, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით ხელსაყრელი იყოს სხვადასხვა წამოწყებისთვის. საერთო ჯამში, თვის ენერგია დადებითი იქნება; ივლისი დიდი ცვლილებების დროა....

დაწვრილებითDetails

სანაპიროებზე უნდა ველოდოთ მღელვარებას და დიდ შტორმებს – ნინო ჩხობაძე

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
კლიმატის ცვლილების შედეგად კატასტროფული მდგომარეობაა – ნინო ჩხობაძე
მთავარი

„თბილისში სითბური ტალღები შესაძლოა, გაძლიერებული იყოს, რადგან ისეთი განაშენიანება გვაქვს, რომ ქალაქში განიავება ნაკლებად ხდება - დედაქალაქისთვის არამარტო ეს, არამედ შემდეგ წლებშიც ზაფხული იქნება რთული“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“...

დაწვრილებითDetails

შეუქცევადი დაზიანება ან სიკვდილი – ჯანდაცვის ახალ გამოწვევა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
მთავარი

სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის გამოცემაში გამოქვეყნებული University of Oxford-ისა და Mayo Clinic-ის ერთობლივი მიმოხილვის მიხედვით, ენცეფალიტი მსოფლიო ჯანდაცვისთვის მზარდ გამოწვევად იქცა. მკვლევრები დაავადების გავრცელების ზრდას ორ მთავარ მიზეზს უკავშირებენ: პირველი კლიმატის ცვლილებაა, რომელმაც...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი გაიზარდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ ზრდა დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 181 დოლარს შეადგენს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.70%-ით არის გაზრდილი. ზრდა ფიქსირდება ვერცხლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კულტურის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია. საქართველოს კულტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ცნობილი არქიტექტორის, ხელოვანისა და მეცნიერის, ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო....

დაწვრილებითDetails

ზაფხული და აუზი – რას გვირჩევენ სპეციალისტები

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ზაფხული და აუზი – რას გვირჩევენ სპეციალისტები
მთავარი

ზაფხულის ცხელ დღეებში აუზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა აუცილებელია, რათა დასვენებამ ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოიწვიოს. რა უნდა გაითვალისწინოთ აუზზე სტუმრობისას? ✔️...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"