ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა “Price Tag”, “Domino” და “Laserlight” – კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა. 2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც..
ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების მტრად წელსაც დაასახელდა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წელსაც მოხვდა პრესის თავისუფლების მტრების სიაში - საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მედიის თავისუფლების შემზღუდველ 33 პირსა და ორგანიზაციას ასახელებს....










