LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები – ოთხი ოპოზიციური გაერთიანება

ცვლილებები, რომელიც საქართველოში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება

დაპოსტა 2025/08/29-ში
A A
3.1k
ნახვა
გაზიარება

2025 წლის სექტემბრიდან ძალაში საქართველოში რიგი მიმართულებებით ცვლილებები იგეგმება.

რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ლი სექტემბრიდან

უმაღლეს სასწავლებლებში რიგი პროგრამებზე ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდებაუმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, რიგი პროგრამებისთვის ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1-ლი სექტემბერიდან შედის. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხება 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა“, – აღნიშნულია კანონში.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება.

აღნიშნულის შესახებ ცვლილებები შევიდა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში და განისაზღვრა, რომ სააგენტოს ლიკვიდაცია 1-ლი სექტემბერიდან განხორციელდება.

კანონის თანახმად, განათლების სამინისტრომ 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაცია და მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

Wizz Air Abu Dhabi არსებობას წყვეტს

Wizz Air Abu Dhabi არსებობას წყვეტს. ცვლილებები ეხება საქართველოსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქშიც სრულდებოდა.

Wizz Air Abu Dhabi ოპერირების შეწყვეტას შემდეგი მიზეზებით ხსნის:

გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, რამაც საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვია;

უკიდურესი სიცხე, რაც ძრავის ეფექტიანობაზე პირდაპირ გავლენას ახდენდა;

მარეგულირებელი ბარიერები, რომლებიც მარშრუტების ნებართვებს ზღუდავდა;

ოპერაციული შეზღუდვები, რომლებიც კომპანიის დაბალბიუჯეტიან მოდელს ძირს უთხრიდა.

1-ლი სექტემბრიდან „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამებში ცვლილებები შედის

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები.

უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები ეხება სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით იზრდება.

„თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა.

ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც. პროგრამას ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის:

კვების პროდუქტების წარმოება;

სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია;

სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა;

მიკრომეწარმეობის პროგრამა ცვლილებები უკვე ძალაშია.

ამასთან, უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი ცვლილებები 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი იწყება

2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.

„სტაჟიორად შეიძლება, მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA – 2.7-4.0). ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

წყარო: TIA.GE 

გაზიარება1251

დაკავშირებული -პოსტები

კახეთში პენსიონერი დააყაჩაღეს – წაღებულია 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროული

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს. 70 წლამდე ქალის სახლში რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიღბიანებმა ქალი დააბეს და იძულების წესით ათქმევინეს, სად ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას. შედეგად მათ...

დაწვრილებითDetails

15 -16 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სრულად შეიზღუდება მოძრაობა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაგეგმილია პირველკურსელთა მიღების მასშტაბური ღონისძიება. ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით,...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვაზე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

პირველ რიგში, ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ორგანიზმი სუსტდება, ამას...

დაწვრილებითDetails

ჭორვილას საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ჭორვილას საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

„სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეკატერინა ყაველაშვილის გარდაცვალების გამო. ეკა იყო თბილი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე პიროვნება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მუდამ ემახსოვრება ეკას წასვლა...

დაწვრილებითDetails

გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს – გელა გელაძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. „დღეს სუს-ის უფროსმა გეკა გელაძე, დატოვა დაკავებული თანამდებობა. გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის...

დაწვრილებითDetails

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა
მთავარი

საქართველოსპრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოუსაფრთხოებისსამსახურისუფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
მთავარი

ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე! პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სუმოში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი — ავთო ლიკლიკაძე მწვრთნელი...

დაწვრილებითDetails

სკოლა და ბაღი იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

ზაფხულის არდადეგები სრულდება და ბავშვები რეჟიმს უბრუნდებიან. 2026-2027 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში და თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 სექტემბერს დაიწყება. სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით ემოციური პერიოდია როგორც ბავშვებისთვის, ისე...

დაწვრილებითDetails

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე
მთავარი

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს "1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ “საქართველოს კანონის მე-5 მუნლის 4¹ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური...

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღეა – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

14 სექტემბერს არის ასევე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღე. ამ ხატის წინაშე აღესრულება უამრავი სასწაული – უშვილოებს შვილი მისცემიათ, სნეულთ კურნება მიუღიათ. ხშირია ხატიდან მირონდენა. ლოცვა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"