LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა…სულ ვფიქრობ, სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ”- ონისე ცხადაძე

“ვიდეოში ჩანს, რომ ონისე ცხადაძე აქციაზე მარტო იდგა” – ადვოკატი

დაპოსტა 2025/08/29-ში
A A
41
ნახვა
გაზიარება

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ონისე ცხადაძე აქციაზე მარტო დგას, არავის არაფერს უთითებს, არც არავის ემორჩილება, იქ მდგომებთან არავისთან აქვს კავშირი, – ამის შესახებ იუმორისტ ონისე ცხადაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ონისე ცხადაძის მხრიდან არავითარ ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას არ ჰქონია ადგილი. ამასთან, ადვოკატის თქმით, ცხადაძეს ედავებიან, რომ საგნის გამოყენებით ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება, თუმცა დადგენილი არ არის კონკრეტული საგანი და ნივთმტკიცებულება წარმოდგენილი არაა. ცუცქირიძის თქმით, პროკურატურა მხოლოდ ვიდეოთი მსჯელობს, რომელიც ბრალდების მხარემ „დაჭრა და დაკუწა“.

„საგნის სროლის მანძილი და ტრაექტორია არ არის დადგენილი და ბრალდება მაინც აცხადებს, რომ ეს სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანებისკენ იყო მიმართული…

ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულისთვის კავშირი, ნაცნობობა სახეზე უნდა იყოს, ასევე ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მითითება. ამ კომპონენტებთან დაკავშირებით, ონისეს მიმართ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს.

[ბრალდებულებს] არც ერთმანეთთან და არც ორგანიზატორებთან კავშირი არ უდგინდებათ…. მადლობა, რომ გამომძიებელმა ის თქვა, რასაც 9 თვის განმავლობაში ვამბობდით“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე განმარტებით, ონისე ცხადაძე შემთხვევის დღეს აქციაზე მარტო იდგა. ადვოკატის თქმით, თუ ბრალდების მხარეს სიმართლის დადგენა უნდოდა, კადრები სრულყოფილი უნდა წარმოედგინა და არა დამონტაჟებული.

„ვიდეოში ჩანს, რომ ონისე მარტო დგას, არავის არაფერს უთითებს, არც არავის ემორჩილება, იქ მდგომებთან არავისთან აქვს კავშირი. ვიდეოში ასევე კარგად ჩანს, რომ ონისე ჯიბეებში ხელჩაწყობილი დგას, არც ზურგჩანთითაა და არც რამე უკანონო ნივთით შეიარაღებული არ არის.

ვიდეოში პოლიციის წარწერით ზურგით მდგარი პირები ჩანან, თუმცა მათი ქმედებები პოლიციელებს არ შეესაბამებოდა. ნორმალურ ქვეყანაში პოლიციელი გაუპატიურების და ძალადობის მუქარით არ უნდა იყოს წარმოდგენილი. ეს რეალურად მაფიქრებინებს, რომ იქ ნამდვილად პოლიციელები არ იყვნენ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მან სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა ონისე ცხადაძის სიტყვებით დაიწყო, რომელიც ბრალდებულმა მაშინ თქვა, როცა მამის გარდაცვალების შემდეგ, სხდომაზე პირველად გამოცხადდა.

„აუცილებლად უნდა დავიწყო ონისეს სიტყვებით, იმ სიტყვებით რომელიც მან მისთვის მძიმე დღეებში სასამართლო პროცესზე თქვა. ვიდრე სამართლებრივ ნაწილზე გადავალ, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ და გაჩვენოთ, ვის მიმართ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება.

ონისეს ციტირება: „ეს, რაც მოხდა, ჩემი პირადი ტრაგედიაა და ადრე თუ გვიან, ეს ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება, მეტი არავის. მე არ ვაპირებ რომ არ გაპატიოთ ადამიანურად. მე არ მექნება არავის მიმართ ბოღმა, ღვარძლი და მტრობა. მე უარესსაც ველოდები, ხვალ შეიძლება მე არ ვიყო. ასეთი ბრძოლაა! რა უჭირს, მე რომ ხვალ არ ვიყო და ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ, ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს“.

აი, ეს ადამიანია დღეს საბრალდებო სკამზე და ამ ადამიანს ემუქრება 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რომლისთვისაც სამშობლო და საკუთარი ქვეყანა არის უპირატესი, ვიდრე თავისი თავი“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ის ამ წუთებში საკუთარ დასკვნით სიტყვაშია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ხარისხზე საუბრობს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

15 -16 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სრულად შეიზღუდება მოძრაობა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაგეგმილია პირველკურსელთა მიღების მასშტაბური ღონისძიება. ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით,...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვაზე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

პირველ რიგში, ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ორგანიზმი სუსტდება, ამას...

დაწვრილებითDetails

ჭორვილას საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ჭორვილას საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

„სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეკატერინა ყაველაშვილის გარდაცვალების გამო. ეკა იყო თბილი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე პიროვნება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მუდამ ემახსოვრება ეკას წასვლა...

დაწვრილებითDetails

გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს – გელა გელაძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. „დღეს სუს-ის უფროსმა გეკა გელაძე, დატოვა დაკავებული თანამდებობა. გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის...

დაწვრილებითDetails

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა
მთავარი

საქართველოსპრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოუსაფრთხოებისსამსახურისუფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
მთავარი

ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე! პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სუმოში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი — ავთო ლიკლიკაძე მწვრთნელი...

დაწვრილებითDetails

სკოლა და ბაღი იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

ზაფხულის არდადეგები სრულდება და ბავშვები რეჟიმს უბრუნდებიან. 2026-2027 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში და თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 სექტემბერს დაიწყება. სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით ემოციური პერიოდია როგორც ბავშვებისთვის, ისე...

დაწვრილებითDetails

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე
მთავარი

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს "1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ “საქართველოს კანონის მე-5 მუნლის 4¹ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური...

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღეა – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

14 სექტემბერს არის ასევე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღე. ამ ხატის წინაშე აღესრულება უამრავი სასწაული – უშვილოებს შვილი მისცემიათ, სნეულთ კურნება მიუღიათ. ხშირია ხატიდან მირონდენა. ლოცვა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
მართლმადიდებელი ეკლესია ახალი წელს აღნიშნავს
მთავარი

შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს პარაკლისს აღავლენს. 14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება. ეკლესიაში ახალი სტილით, 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"