LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საპატრიარქოს უწყებანი მეუფე შიოს მიმართვას ავრცელებს

“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი, გვიცავს ყოველგვარი უბედურებისგან” – მეუფე შიო

დაპოსტა 2025/08/28-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი. გვიცავს ჩვენ ყოველგვარი უბედურებისგან, შეურაცხყოფისგან, მწუხარებისგან, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

მან მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ღვთისმშობელი მუდამ ჩვენთან არის.

„ძვირფასო მამებო, დებო და ძმებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას. იგი გადავიდა მარადიულ ცხოვრებაში. თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა, რომ მიიღოს მისი წმინდა სული და ზეცაში აიყვანოს. ანგელოზები განცვიფრებული იყვნენ და ზეიმობდნენ, ხოლო ადამიანები გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ ღვთისმშობელმა დაგვტოვა, მაგრამ დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ. ამიერიდან იგი გახდა ჩვენი მარადიული მეოხი და მთელი კაცობრიობის, ყოველი ჩვენგანის დედა. ეს აისახა დიდ ლოცვებში და საგალობლებში, რომლებიც მათ ეძღვნებათ, სადაც ნათქვამია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი, გვიცავს ჩვენ ყოველგვარი უბედურებისგან, შეურაცხყოფისგან, მწუხარებისგან“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

როგორც მეუფე შიომ ქადაგებისას აღნიშნა, ღვთისმშობელი სიკვდილისგანაც გვიხსნის.

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სიკვდილისგან გვიხსნის. როცა მივმართავთ წმინდანებს, ჩვენ ვამბობთ: „ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის“, ხოლო როდესაც მივმართავთ ღვთისმშობელს, ვამბობთ: „გვაცხონე ჩვენ, გვიხსენ ჩვენ“. რომელი სიკვდილისგან გვიხსნის ჩვენ ღვთისმშობელი? სიკვდილი სხვადასხვანაირი არსებობს – არსებობს ხორციელი სიკვდილი, რომელიც ჩვენ, ყველას მოგველის და არსებობს კიდევ სულიერი, მარადიული სიკვდილი. როცა ადამიანი კვდება და მიდის სიბნელეში, ეს არის დასასრული“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

მისი განმარტებით, წმინდა წერილში და საეკლესიო ლოცვებში უფალი იესო ქრისტე იწოდება „ცხოვრების წინამძღვრად“ და თავად „ცხოვრებადაც“. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“ -ამბობს უფალი. „თქვენ მოკალით წინამძღვარი ცხოვრებისა, რომელიც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა“ – უთხრა წმინდა პეტრე მოციქულმა იერუსალიმის ტაძართან შეკრებილ ხალხს. სწორედ ამიტომ, ღვთისმშობელიც იწოდება დედად ცხოვრებისა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მისი განმარტებით, „სიცოცხლე მხოლოდ იესო ქრისტეშია.

„ეს სიცოცხლე ქრისტეში გრძელდება არა მხოლოდ ამ მიწიურ ცხოვრებაში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც, როცა ჩვენ ვიცავთ მის ცნებებს, როცა გვიყვარს უფალი, როცა გვინდა მასთან ყოფნა, ისიც ჩვენთან არის და ჩვენშია. ამით ჩვენ ვხდებით მისი მარადიული საღვთო დიდების თანაზიარი. სწორედ ამაზე ლოცულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთვის. სწორედ ამგვარად გვიხსნის იგი სიკვდილისგან, გვანიჭებს სიცოცხლეს და დაგვამკვიდრებს თავისი მეოხებით მარადიული საღვთო დიდების სხივებში. აი, რაზე მეტყველებს დღევანდელი დღესასწაული. აი, რას ვთხოვთ ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. აი, რას სთხოვს იგი ჩვენთვის ქრისტეს და როგორ გვაცხონებს იგი თავისი მეოხებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს-მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 19 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო - ოთხივე მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთს ადგილზე უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. დამატებითი დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღე გაგრძელდება… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
მთავარი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილს სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე არ არის, მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო”- გია ვოლსკი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის - მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო ამისთვის და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს - ახლა, ვინ აჯობებს ამ დესტრუქციის და...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სახელმწიფო ვალი 9.2 მლრდ დოლარს აჭარბებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.832 მლრდ დოლარს გადააჭარბა
ეკონომიკა

2026 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.121 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი 158.114 მლნ დოლარით მეტია (1.8%) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

18 ივნისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

18 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +33 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ვ.გ...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პალესტინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა მამაკაცი სასაზღვრო გამშვებ...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
სატვირთო მანქანების უპრეცედენტო რაოდენობაა – რა ხდება სარფში
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"