პირველად ბოლო წლების განმავლობაში ქუთაისის საკრებულო ვერ ჩატარდა . ამის მიზეზი კვორუმის არ არსებობაა.
“ქართული ოცნების” საკრებულოს ის წევრები, რომლებიც მომდევნო მოწვევის საკრებულოს სიაში არ ჩასვეს, სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, კვორუმის პრობლემის გამო კი საკრებულოს სხდომა ვერ ჩატარდა. .
“პარასკევს ბიუროც ვერ ჩაატარეს, რა წესია ვერ გავიგე. გაბრაზებულები არიან სიაში რატომ არ ვართო. დღეს თვის ბოლო ოთხშაბათია, სხდომა უნდა ჩატარებულიყო და არ იქნება”,- უყვება წყარო “ინფო იმერეთს”.










