LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ვაი, შენს დედას, ლუკა…“ – თბილისში მოკლულ ბიჭს გლოვობენ

“დანა ონკანში ჩავაგდე, წყალი მოშვებული იყო“ – ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის პირველი განცხადება

დაპოსტა 2025/08/25-ში
A A
2k
ნახვა
გაზიარება

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს და აღიარებით ჩვენებასაც ხელი ამიტომ მოაწერა.

ამასთან, ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ირწმუნება, რომ მკვლელობის იარაღი, დანა მას არ გაურეცხავს, „უბრალოდ ნიჟარაში ჩააგდო, სადაც წყალი იყო მოშვებული“.

თეკლა გერსამია იმასაც ამბობს, რომ მას არც მიმალვა უცდია, დედასთან კი მხოლოდ შვილის წასაყვანად წავიდა.

„მე მარტო ის შემიძლია ვთქვა, რომ ფსიქოლოგიურად იძალადეს ჩემზე. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ოთახში რომ ვიყავი, 10 ადამიანი იყო, მიმეორებდნენ: „შენ დაჭერი“, „შენ დაჭერი“, „აღიარე, ხელი მოაწერე და გაგიშვებთ სახლშიო“. იმ წუთას რასაც ამბობდნენ, იმას ვაკეთებდი, რომ ჩემს შვილთან წავსულიყავი. ნახევარი არ მახსოვს, იქ რა მოვყევი. თუ მე ადამიანი განზრახ მოვკალი, მაშინ ის ადამიანი რატომ ჩამოვიყვანე სადარბაზოში და რატომ მივიყვანე კლინიკაში?! ვითხოვდი ადვოკატს, ფსიქოლოგიურად ვერ ვიყავი კარგად და დახმარება მჭირდებოდა.

მიმალვაზე გეტყვით, რომ მყავს 4 წლის შვილი. ლუკა რომ მივიყვანე კლინიკაში და თქვეს კარგადაა, ერთადერთი განზრახვა მქონდა, ბავშვი წამეყვანა დედაჩემთან. არ მივმალულვარ. დარეკა პოლიციამ და დედამ უთხრა, ახლავე მოვიყვანო, მალევე მივედი პოლიციაში. საჭმელს ვაკეთებდი, წყალი მოშვებული იყო, დანა ჩაგდებული, გარეცხილი არა. რომ შედიხარ სახლში, ეგრევე „კუხნაა“ და ჩავაგდე, არც დამიმალავს ეს დანა. ამოვიტანე და ონკანში ჩავაგდე“, – აცხადებს ბრალდებული, რომლის ჩვენების შესახებ ინფორმაციასაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებული თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 22 აგვისტოს ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა. შსს-ს თანამშრომლებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება813

დაკავშირებული -პოსტები

კახეთში პენსიონერი დააყაჩაღეს – წაღებულია 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროული

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს. 70 წლამდე ქალის სახლში რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიღბიანებმა ქალი დააბეს და იძულების წესით ათქმევინეს, სად ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას. შედეგად მათ...

დაწვრილებითDetails

15 -16 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სრულად შეიზღუდება მოძრაობა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაგეგმილია პირველკურსელთა მიღების მასშტაბური ღონისძიება. ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით,...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვაზე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

პირველ რიგში, ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ორგანიზმი სუსტდება, ამას...

დაწვრილებითDetails

ჭორვილას საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ჭორვილას საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

„სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეკატერინა ყაველაშვილის გარდაცვალების გამო. ეკა იყო თბილი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე პიროვნება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მუდამ ემახსოვრება ეკას წასვლა...

დაწვრილებითDetails

გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს – გელა გელაძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. „დღეს სუს-ის უფროსმა გეკა გელაძე, დატოვა დაკავებული თანამდებობა. გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის...

დაწვრილებითDetails

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა
მთავარი

საქართველოსპრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოუსაფრთხოებისსამსახურისუფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
მთავარი

ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე! პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სუმოში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი — ავთო ლიკლიკაძე მწვრთნელი...

დაწვრილებითDetails

სკოლა და ბაღი იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

ზაფხულის არდადეგები სრულდება და ბავშვები რეჟიმს უბრუნდებიან. 2026-2027 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში და თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 სექტემბერს დაიწყება. სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით ემოციური პერიოდია როგორც ბავშვებისთვის, ისე...

დაწვრილებითDetails

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე
მთავარი

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს "1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ “საქართველოს კანონის მე-5 მუნლის 4¹ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური...

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღეა – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

14 სექტემბერს არის ასევე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღე. ამ ხატის წინაშე აღესრულება უამრავი სასწაული – უშვილოებს შვილი მისცემიათ, სნეულთ კურნება მიუღიათ. ხშირია ხატიდან მირონდენა. ლოცვა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"