ლოცვა, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ
ტროპარი:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩვენე მოწაფეთა შენთა დიდებაი შენი ძალისაებრ მათისა, და გამოგვიბრწყინვე ჩვენცა, ცოდვილთა, ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისაითა, ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
ადიდე, სულო ჩემო, თაბორს ზედა ფერისცვალება უფლისა.
კონდაკი:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და რაოდენ ძალ-ედვა, მოწაფეთა შენთა დიდებაი შენი უჩვენე, რაითა რაჟამს იხილონ ჯვარცმაი შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაი იგი ნებსით არს, და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაი მამისაი.
უფალს უნდა ვთხოვოთ, ჩვენი “სულიერი კანი” შეცვალოს. განგვწმინდოს ცოდვებისგან და განახლებული გულით ანგელოზებთან ერთად გვაგალობოს.