LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და ჭურვების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა

“რუსეთი არ უნდა დაჯილდოვდეს ამ ომში მონაწილეობისთვის ” – ზელენსკი

დაპოსტა 2025/08/18-ში
A A
34
ნახვა
გაზიარება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე ღამით რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის განზრახვების დემონსტრაცია და ომთან დაკავშირებით მის ცინიკურ პოზიციას აჩვენებს.

ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ძირითად საკითხებს განიხილავენ და უკრაინასთან ერთად, საუბარში მონაწილეობას მიიღებენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერები.

„ყველას სურს ღირსეული მშვიდობა და ნამდვილი უსაფრთხოება. სწორედ ამ მომენტში რუსები ხარკოვს, ზაპოროჟიეს, სუმის ოლქსა და ოდესას ესხმიან თავს, ანადგურებენ საცხოვრებელ შენობებსა და ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსები განზრახ კლავენ ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხარკოვში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მხოლოდ წლინახევრისაა, ზაპოროჟიეში კი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.

„ასევე, რუსეთმა ოდესაში აზერბაიჯანული კომპანიის საკუთრებაში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ჩვენს ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. რუსეთის ომის მანქანა, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანების სიცოცხლის განადგურებას აგრძელებს. პუტინი ჩაიდენს დემონსტრაციულ მკვლელობებს უკრაინასა და ევროპაზე ზეწოლის შესანარჩუნებლად, ასევე დიპლომატიური ძალისხმევის შესამცირებლად. სწორედ ამიტომ ვეძებთ დახმარებას მკვლელობების შესაჩერებლად. სწორედ ამიტომ არის საჭირო საიმედო უსაფრთხოების გარანტიები. სწორედ ამიტომ რუსეთი არ უნდა დაჯილდოვდეს ამ ომში მონაწილეობისთვის. ომი უნდა დასრულდეს და სწორედ მოსკოვმა უნდა გაიგოს სიტყვა: „შეჩერდი!“ – წერს ზელენსკი.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

რა ინფორმაციას ავრცელებს ნატა ვიბლიანის საქმეზე ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, ბრძანება გასცეს რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო – რას ყვება ნატა ვიბლიანი
მთავარი

დისტანციურად გამოკითხა. „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპული რევან აფანდიევია. 17 წლის რევან აფანდიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაფანახჩის მკვიდრი იყო. თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში არასრულწლოვანი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
თბილისის ზღვაში არასრულწლოვანი დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას გამოცემა მარნეული ნიუსი ავრცელებს. მედია წერს, რომ თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა. შსს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, იმერეთის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქალზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

დღეს დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
დღეს დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა
მთავარი

9 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმინდანი დაიბადა ნიკომიდიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული ნიკომიდიელი მკურნალის,...

დაწვრილებითDetails

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმისთვის 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმისთვის 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავეს
მთავარი

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები არიან დაკავებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით  შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი — ენერგიული დღეა. საქმეში ინიციატივის აღება წარმატებას მოგიტანს. ურთიერთობებში კი აჩქარებული რეაქციებისგან თავის შეკავება ჯობს.   კურო — ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად კარგი დღეა. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ცხოვრებაში...

დაწვრილებითDetails

9 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას დაემუქრა, რომ სახლს გადაწვავდა. "ინფო იმერეთის" ცნობით, მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.   შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"