საქართველოში ახალი ფორმის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ეს ვადა ჯერ 1-ელ აგვისტომდე გადაწიეს, მოგვიანებით კი 6 ოქტომბრამდე. ამასთან, ძველი ფორმის დოკუმენტების გაცემის ვადა გაახანგრძლივეს 2026 წლის იანვრამდე.
იუსტიციის მინისტრის მიერ 5 თვის წინ გამოცემული შესაბამისი ბრძანებების მიუხედავად, დღემდე უცნობია როდის დაიწყებენ ახალი დიზაინის მოწმობებისა და პასპორტების გაცემას.
„ქართული ოცნება“ 4 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც 11 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეთა ნაწილს ID ბარათების აღების ფასი გაუნახევრა: განაგრძე კითხვა